არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4804
EUR
1 EUR
2.9708
RUB
100 RUB
4.3075
23-09-2017
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
20:18 02-02-2016
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ173 მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ173-კმ188 მონაკვეთზე აკრძალულია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ188 (მონაკვეთზე თავისუფალია. კმ1-კმ30 მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 5-ე კმ-ში მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად ჩაწყდა მიწის ვაკისი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტროტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადართულია გუმათი-რიონი-ზარათი-ოფურჩხეთის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სოფელ ღაღვში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ღაღვში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების
კახეთში, გომბორის უღელტეხილთან ახლოს, ტყეში ხანძარია
კახეთში, გომბორის უღელტეხილთან ახლოს, ტყეში ხანძარია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს,
დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი და შსს-ს დამატებითი ძალები ჩაერთვნენ
დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.
გეგმური სამუშაოების გამო, ”ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ”ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
”ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას უცნობი პირები თავს დაესხნენ
”ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს,
პარლამენტის არჩევნებში აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებში, აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ამ უბანზე ხმა სულ 382 ამომრჩეველმა მისცა და 400 ბიულეტენი როგორ ჩაყარეს
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იაკობ ასანიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაცია, რომ 86-ე უბანზე 400 ბიულეტენი
ხაშურში 61,55 %-ით „თოფაძე - მრეწველების“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა, 38,45% მიიღო „ქართული ოცნებიდან“ ვალერი გელაშვილმა
ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა.
ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები ლიდერობენ.