არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4767
EUR
1 EUR
3.0558
RUB
100 RUB
4.3679
21-02-2018
ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი ინდუსტრიულ ქალაქებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
14:50 29-02-2016
ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი ინდუსტრიულ ქალაქებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი ინდუსტრიულ ქალაქებს გვერდით დგომისკენ მოუწოდებს. საგაფიცვო კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია შახტის გარკვეული უბნების კონსერვაციით იმუქრება, პარალელურად კი გაძლიერდა ზეწოლა მეშახტეებსა და მათ მხარდამჭერებზე.

"ტყიბულის გაფიცვის მონაწილეებს გვსურს კიდევ ერთხელ მივმართოთ საზოგადოებას ტყიბულში განვითარებული მოვლენების შესახებ. უკვე მეჩვიდმეტე დღეა, გაფიცვა გრძელდება. კომპანია კვლავ არ მიდის დათმობაზე. მეტიც, ის გვემუქრება შახტის გარკვეული უბნების კონსერვაციით, სახელმწიფო კი კვლავ ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს სიტუაციის გამოსასწორებლად. გაძლიერდა ზეწოლა როგორც მეშახტეებზე, ისე ქალაქის მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს გაფიცულებს.

მივმართავთ ჭიათურას, ზესტაფონს, ქსანს, რუსთავს, სხვა ინდუსტრიულ ქალაქებს და მთელ საქართველოს. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა მეშახტეების გვერდით დგომა. უმორჩილესად გთხოვთ, რეგულარულად გააკეთოთ გაფიცვის მონაწილეთა მოთხოვნების მხარდამჭერი განცხადებები, გამართოთ სოლიდარობის აქციები თქვენს ქალაქებში. ჩვენ, ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი და მთლიანად, გაფიცული მეშახტეები არ ვაპირებთ უკან დახევას. თითქმის ყოველდღე იმართება მოლაპარაკებები, რომლებიც არ სრულდება არავითარი შედეგით. შეგახსენებთ, რომ ის 40%, რასაც გაფიცულები ვითხოვთ, მინიმუმია ხალხისთვის, კომპანიისთვის კი მაქსიმუმი კვლავ 5%-ს შეადგენს.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, თავიდან აგვეცილებინა სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, თუმცა, მიმდინარე პროცესები არ გვაძლევს საშუალებას, მშვიდად შევხედოთ ამ მდგომარეობას. თუ მთავრობას არ უნდა მიიღოს სოციალური აფეთქება, გადადგან რეალური და ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ორიენტირებული იქნება მეშახტეების, მშრომელი ხალხის სამართლიან მოთხოვნებზე და არა ბიზნესის ინტერესებზე.

ტყიბულელების ბრძოლა არ დაწყებულა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის თუ პოლიტიკური ძალის მიერ, მათ შორის, არც პროფკავშირების მიერ. ეს ბრძოლა ამოიზარდა პატიოსანი მშრომელი ხალხის შუაგულიდან, მონური პირობებიდან განთავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრების იმედის საფუძველზე. ეს ხალხის მოძრაობაა და ჩვენ არავის მივცემთ ამ პროცესების გამოყენების უფლებას პარტიული მანიპულაციებისათვის.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ტყიბულისთვის, ნიშნავს ბრძოლას დანარჩენი საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისათვის. ამ ბრძოლით დღეს წყდება იმ ქალაქების ბედი, რომლებიც მშრომელი ხალხის ზურგზე დგას. ტყიბულის დამარცხება ყოველი ჩვენგანის დამარცხებაა, გამარჯვება კი მხოლოდ ერთობლივი ბრძოლით მიიღწევა.

ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ისტორიული ფრონტის წინა ხაზზე ღირსებისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძვით ნორმად ქცეული ჩაგვრის წინააღმდეგ, რაც ჩვენი და ჩვენი თანაქალაქელების ყოველდღიურობაა. ამით, ჩვენ ვამარცხებთ მოჩვენებით სიმშვიდეს, რომელიც მეშახტეთა ხმამ დაარღვია, რადგან სიმშვიდე არ მიიღწევა იქამდე, სანამ არ დამყარდება სამართლიანობა", - ნათქვამია ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხულოში მუშამბაძეების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა
ხულოში, სოფელ საციხურაში მუშამბაძეების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი გუშინ მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პარლამენტის არჩევნებში აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებში, აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ამ უბანზე ხმა სულ 382 ამომრჩეველმა მისცა და 400 ბიულეტენი როგორ ჩაყარეს
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იაკობ ასანიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაცია, რომ 86-ე უბანზე 400 ბიულეტენი
ხაშურში 61,55 %-ით „თოფაძე - მრეწველების“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა, 38,45% მიიღო „ქართული ოცნებიდან“ ვალერი გელაშვილმა
ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა.
ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები ლიდერობენ.
კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, სანდრა რულოვსმა ხმათა 28,91% დააგროვა
ზუგდიდის 49-ე მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტურის წინ კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა
არსებული ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ვებ-გვერდზე
ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა
ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეწყდა. უბანზე შეფერხება ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.
ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა
ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ერთი საჩივარი შევიდა. საჩივარი პროცედურულ დარღვევას - საკონტროლო ფურცლის