არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
ლარსზე საევაკუაციო აივნის მშენებლობა გრძელდება
14:38 03-08-2016
ლარსზე საევაკუაციო აივნის მშენებლობა გრძელდება საევაკუაციო აივნის მშენებლობა, რომელიც დარიალში წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, დროებით შეჩერებული იყო, გაგრძელდა.


როგორც ”ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისთვის, აივნის მთელ სიგრძეზე გაკეთებულია ბეტონის საფარი, დამაგრებულია მოაჯირი და შესაბამისი გადახურვა; დასრულებულია, ასევე, აივანზე ამავალი ოთახიდან ორი კიბის მშენებლობა.

მათივე ინფორმაციით, საევაკუაციო აივნის მშენებლობას ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
ობიექტის მშენებლობა, მოსალოდნელი სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით გადაწყდა. პროექტის მიხედვით, აივანი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ მიმდებარე კლდეზე შენდება. გზის ეს მონაკევთი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და საუკუნეების განმავლობაში არაერთი სტიქიური მოვლენის ეპიცენტრი გამხდარა.

მათივე განმარტებით, 208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუაციო აივანი იწყება საბაჟოს ტერიტორიიდან და სრულდება დარიალის მამათა მონასტერთან, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყობა. სტიქიის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია ამ მოედნიდან ვერტმფრენით განხორციელდება.

საევაკუაციო აივნის მშენებლობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და წელს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი ლარია.

სამუშაოებზე 50 ადამიანი დასაქმდა, მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა
ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტბაში ცხედრის არსებობის შესახებ
 25 ივნისს კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდება
25 ივნისს, ჭიათურაში, კაცხში, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“
 ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედარს ეძებენ
ბათუმში, არდაგანის ტბაში სამაშველო ბრიგადები ცხედარს ეძებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები
 „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გურჯაანში მარწყვის ახალი ბაღი გაშენდა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, მაია ბეროშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ