არქივი
«« თებერვალი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
18-02-2018
რუსთავის მერიაში თანამდებობიდან გათავისუფლებულ მერის მოადგილის ბრალდებებს პასუხობენ
16:15 24-11-2016
რუსთავის მერიაში თანამდებობიდან გათავისუფლებულ მერის მოადგილის ბრალდებებს პასუხობენ რუსთავის მერიაში, თანამდებობიდან გათავისუფლებული მერის მოადგილის გოჩა ლორიას ბრალდებებს პასუხობენ.
რუსთავის მერის ყოფილმა მოადგილე გოჩა ლორიამ ,,ქვემო ქართლის ტელეკომპანიის“ პრესკლუბში, ბრიფინგი გამართა და ქალაქის მერს დავით ჯიქიას თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებაში დასდო ბრალი.

როგორც ლორიამ განაცხადა ის და ,,რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელი ირმა მესხი ქალაქის მერმა თანამდებობიდან დაუსაბუთებლად, მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ ისინი, მერს საკუთარი საქმიანობით ჩრდილავდნენ. რუსთავის მერიაში კი აცხადებენ, რომ გოჩა ლორია და ირმა მესხი, ქალაქის მერმა თანამდებობიდან არაკომპეტენტურობის გამო გაათავისუფლა, კონკრეტული მიზეზების განმარტებისგან კი ამ დრომდე, თავს მხოლოდ კორექტულობიდან გამომდინარე იკავებდნენ.

,,იძულებულები ვხდებით განვმარტოთ, რომ ბატონი გოჩა ლორიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა მისი არაკომპეტენტურობის გამო, რომელიც რუსთავის მერის მოადგილედ მუშაობის პროცესში გამოავლინა. ბატონი გოჩა ლორია კურირებდა ისეთ მნიშვნელოვან სფეროს როგორიცაა სოციალური საკითხები. ნოემბრის დასაწყისში, როცა დღის წესრიგში დადგა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში წარსდგენის საკითხი, აღმოჩნდა, რომ მას, სოციალური ბიუჯეტი შემუშავებული არ ჰქონდა. საჯარო გამოსვლებში იძლეოდა დაპირებებს, რომლის შესრულებაც მთლიანად სცილდებოდა თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ პედაგოგებისთვის მიცემული დაპირება, სკოლების რემონტის შესახებ, მაშინ, როცა ასეთი ხარჯის გაწევა თვითმმართველობის მხრიდან არამიზნობრივ ხარჯად კვალიფიცირდება. არ იცოდა კანონი შესყიდვების შესახებ. აკრიტიკებდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს იმის გამო, რომ მათ ელექტრონულ ტენდერზე ფასი დაწიეს და მოგეხსენებათ, ეს ტენდერის ძირითადი პრინციპია. ვინაიდან ბატონი გოჩა ლორია ვერ მოერგო საჯარო მოხელის თანამედროვე სტანდარტებს და რუსთავის მერია ვერ დაელოდებოდა, თუ როდის შეისწავლიდა ის თვითმმართველობის კოდექსს და როდის გაერკვეოდა საკუთარ უფლება-მოვალეობებში, ქალქის მერმა გამოიყენა დისკრეციული უფლება და ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. რაც შეეხება ქალბატონ ირმა მესხს, მისი კეთილსინდისიერი და პროდუქტიული მუშაობის ერთ მაგალითს მოვიყვანთ მხოლოდ. მოგეხსენებათ, ეს ქალბატონი ,,რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელი იყო. მისი ხელმძღვანელობის პირობებში, ,,რუსთავის კორპუსს“, მიმდინარე წლის ბოლოსთვის აუთვისებელი დარჩა ინფრასტრუქტურაზე გათვლილი თანხის თითქმის 30%, რაც თანხობრივად 438 753 ლარია. ეს იმ დროს, როცა მას ჰქონდა მოსახლეობის განცხადებები სხვადასხვა სამუშაოების შეხრულების მოთხოვნით, გამზადებული ჰქონდა ხარჯთაღრიცხვები და ამ თანხით 100-მდე პატარა პროექტის განხორციელება შეეძლო. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რუსთავის მერის მოადგილის და კორპუსის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა აბსოლიტურად დასაბუთებულად და კანონის ყველა ნორმის დაცვით“, - ნათქვამია რუსთავის მერიის ოფიციალურ განცხადებაში.

რუსთავის მერიაში დასძენენ, რომ თუ სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს რაიმე პრეტენზია აქვთ, ამასთან დაკავშირებით შეუძლიათ სამართლებრივი გზით მოითხოვონ სამსახურში აღდგენა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ბენზინმზიდი აფეთქდა, მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
გომბორი- თელავის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც რამდენიმე ხნის წინ ბენზინმზიდი აფეთქდა, მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების
თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გადავარდა და აფეთქდა
თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გადავარდა და აფეთქდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით,
კურორტ „გოდერძის“ მიმართულებით სატრანსპორტო გადაადგილება კვლავ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი
კურორტ „გოდერძის“ მიმართულებით სატრანსპორტო გადაადგილება კვლავ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ხულოს მერმა გოჩა მელაძემ
გურჯაანში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. ოჯახის ინფორმაციით, გამთენიისას სოფელ კალაურში, მათ საცხოვრებელ სახლში კახეთის
ზურაბ პატარაძის განცხადებით, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ.
ქუთაისში აქცია სახელწოდებით „ერთი მილიარდი ამბოხებული“ მიმდინარეობს
ქუთაისში აქცია სახელწოდებით „ერთი მილიარდი ამბოხებული“ მიმდინარეობს. „არასამთავრობო სექტორი უერთდება მსოფლიო კამპანიას,
დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება
დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
ვანში სამი სკვერის კეთილმოწყობა სრულდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქვეყნის მასშტაბით პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს,
გორის რაიონში CO-თი ორი ადამიანი მოიწამლა
CO-თი ინტოქსიკაციით გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ სოფელ ზემო სობისიდან ორი ადამიანი გადაიყვანეს. 59 წლის ბებია და მისი 15 წლის
პარლამენტის არჩევნებში აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებში, აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.