არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4738
EUR
1 EUR
2.9661
RUB
100 RUB
4.2619
20-09-2017
გიორგი ერმაკოვი - ტურისტული სეზონის დაწყებამდე განხორციელებულმა ამ ვანდალურმა აქტმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა ტურისტულ სეგმენტზე
23:01 20-03-2017
გიორგი ერმაკოვი - ტურისტული სეზონის დაწყებამდე განხორციელებულმა ამ ვანდალურმა აქტმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა ტურისტულ სეგმენტზე ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი 11-12 მარტს აჭარაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "მიმდინარე წლის 11-12 მარტს ბათუმში განხორციელებული ვანდალური აქტის შედეგები ქალაქისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. დამწვარი და დაზიანებულია აქციის მიმდებარე ქუჩის ინფრასტრუქტურა, დაიწვა როგორც საპატრულო სამსახურის, ასევე მოქალაქეების ავტომობილებიც, სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებები მიიღეს როგორც შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე მოქალაქეებმა. მხოლოდ ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით 150 ათასი ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოქალაქეების საკუთრებაზე მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე განხორციელებულმა ამ ვანდალურმა აქტმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა ტურისტულ სეგმენტზე - აქციის მეორე დღესვე ასობით ჯავშანი გაუქმდა რეგიონის სასტუმროებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის საქმის წარმოება. გამოძიების შედეგად დაკავებული მოქალაქეების ნაწილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლებულია, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილს კი უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი (ძირითადად დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და ნათსავები) აპროტესტებს ბრალდებულთა წინასწარ პატიმრობაში დატოვების ფაქტს და ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება. ჩემთვის, როგორც ქალაქ ბათუმის მერისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია მათი ამგვარი დამოკიდებულება. მთელი ქართული საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ 11-12 მარტს განვითარებული მოვლენები მთლიანად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ჩვენ საქმე გვქონდა ვანდალურ აქტთან, რომელმაც არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ მთლიანად ქვეყნის იმიჯი დააზარალა. ეს იყო სახელმწიფოს საძირკვლების შერყევის მცდელობა, გალაშქრება სახელმწიფო ინსტიტუციებზე. თუმცა ამ ვანდალიზმს სახელმწიფომ სრულიად ადეკვატურად და დემოკრატიულად უპასუხა. სამართალდამრღვევების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. ეჭვმიტანილებიც, მათი ადვოკატებიცა და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ერთხმად აცხადებენ, რომ დაკავებისას ან წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას მათ წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული ძალა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ხელისუფლების მთავარ ფასეულობას - ადამიანებსა და მათ უფლებებზე ზრუნვას. სამართალდამცავები მოქმედებენ ფაქტებზე დაყრდნობით და ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის აღნიშნული ვანდალური აქტის ორგანიზებასა და მის განხორციელებაში, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა კანონი უზენაესია და ქვეყნის, მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ ჩადენილი ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები აუცილებლად დაისჯება. ქალაქის მერია ითვალისწინებს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქალაქეთა ეს უფლება არ დაირღვეს. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი წესი და ფორმა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ", - აცხადებს ერმაკოვი.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ხვამლის მთასთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ხვამლის მთასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 195 ათასი ლარამდე დაიხარჯება.
გომბორის ქედზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გომბორის ქედზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თავდაპირველად“ ცეცხლი ხმელ ბალახს და ბუჩქნარს გაუჩნდა, შემდეგ კი ტყეზე გადავიდა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთს მგლები შეესია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთს მგლები შეესია. მტაცებელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
სოფელ გორანოს რწმუნებულის ინფორმაციით, გომბორის ქედზე ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა
საგარეჯოში, გომბორის ქედზე ცეცხლი სოფელ გორანოსთან ახლოს მთის ფერდობს უკიდია.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დასახლებული პუნქტის მიმართულებით ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს
დასახლებული პუნქტის მიმართულებით ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, - ამის შესახებ გორთან გაჩენილ ხანძარზე
გომბორის ქედზე ძლიერი დაკვამლიანებაა
საგარეჯოს რაიონში, გომბორის ქედზე ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წინასწარი
გორში, გორიჯვრის ფერდობზე ძლიერი ხანძარია
გორში, გორიჯვრის ფერდობზე ძლიერი ხანძარია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ფერდობზე იწვის
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი ადგილობრივ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი ადგილობრივ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
”ხალხის პარტიის” რუსთავის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან ერთად მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა
,,ხალხის პარტიის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ანა კეკენაძემ, მხარდამჭერებთან ერთად რუსთავის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა.