არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4864
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
4.3213
22-10-2017
ქვემო ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
12:34 21-04-2017
ქვემო ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ის აცხადებს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება სხვა პოსტზე გადასვლასთან დაკავშირებით დაწერა, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ სტრუქტურაში, რა პოზიციაზე გადადის სამუშაოდ.

,,პრინციპში დიდი ხანია ვაპირებდი, რომ გამეგრძელებინა სამსახური ისეთ სამსახურში, სადაც ქვეყნისთვის უფრო მეტ საინტერესო საქმეს გავაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური პროცესია. რა გამოცდილებაც შევიძინე, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ხალხს და ჩემს ქვემო ქართლელებს, ზოგადად ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ჩემთან ერთად მსახურობდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, იმიტომ, რომ ყველამ იცით და ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, რომელიც არის ქვემო ქართლში და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო საინტერესო, ჩემთვისაც საინტერესო, პრიორიტეტული და ქვეყნისთვისაც საინტერესო საქმის კეთება უნდა გავაგრძელო, უფრო სერიოზული ამოცანა დგას ჩემს წინაშე და თქვენ უახლოეს ხანში ამასაც გაიგებთ. განცხადება სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით უკვე დავწერე“, - განაცხადა პაატა ხიზანაშვილმა.

ვინ დაიკავებს ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტს, ჯერჯერობით უცნობია.

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბარნატორის თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან იკავებდა. იქამდე ის „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფოთში, 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიასთან, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა
ფოთში, 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიასთან, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი
ზუგდიდის მერობის კანდიდატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს
ზუგდიდის მერობის კანდიდატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის,
გიორგი ჭიღვარია - ჯერ არ არის ცნობილი იქნება თუ არა მეორე ტური, ძალიან ცოტა ხმა გვაკლია გამარჯვებისთვის
ვერ ვიტყვი რომ მეორე ტურს ველოდით, ჩვენ არჩევნები დემოკრატიულად ჩავატარეთ, - განაცხადა "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის
ზურაბ პატარაძე - აჭარის რეგიონში „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერია
ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას მადლობას უხდის არჩევნებში მხარდაჭერისა და ნდობისათვის. აჭარის
გიორგი ბოტკოველი - მმართველმა გუნდმა ადმინისტრაციული რესურსი სრულად გამოიყენა
„ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატი შედეგებით უკმაყოფილოა. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, როგორც წინასაარჩევნო გარემო
თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - პირველივე ტურში გამარჯვებას ველოდით
თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ბენო გეგეჭკორის განცხადებით, პირველივე ტურში გამარჯვებას ელოდნენ.
„ნაცმოძრაობა“ - არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებს ვიდეო მასალის სახით მოსახლეობას მივაწვდით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში
ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობას უხდის
ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობას უხდის.
გოგი წულაია პოლიტიკური ტაიმაუტის აღებას აპირებს
ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ საოლქო კომისიის წინ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა. მისივე განცხადებით,
წინასწარი შედეგების თანახმად, კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელი არ არის
წინასწარი შედეგების თანახმად, კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელი არ არის. რვავე რაიონში ხმათა