არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
გარდაბნის გამგებელი კუმისელებს - ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და შანსი არ არის ვინმე მოვიდეს და აქ უნებართვოდ სახლები ჩადგას
14:52 15-05-2017
გარდაბნის გამგებელი კუმისელებს - ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და შანსი არ არის ვინმე მოვიდეს და აქ უნებართვოდ სახლები ჩადგას ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და შანსი არ არის ვინმე მოვიდეს და აქ უნებართვოდ სახლები ჩადგას, - ამ სიტყვებით მიმართა სოფელ კუმისში შეკრებილ მოსახლეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა.

ჯამარაული კუმისში აქციის მონაწილეებთან მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად ჩავიდა.

“ეს მიწები 2008 წელს იყიდა ერთმა ქართველმა და ერთმა არაბმა ბიზნესმენმა, ეს არაბიც არის საქართველოს მოქალაქე. შემდეგ გაასხვისეს. ყიდვაც სწორად შედგა და გაყიდვის პროცესიც კანონიერი იყო. ჩვენც ახლა კანონიერად უნდა შევძლოთ შევზღუდოთ ამ მიწის ნაკვეთში სახლების ჩადგმა. გპირდებით, გავერკვევით სიტუაციაში და უახლოეს დღეებში კიდევ ამოვალთ და დეტალურად გაგაგებინებთ ყველაფერს. კანონი კანონია, მაგრამ ხალხის ნებაც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ არც კანონს დავარღვევთ და არც თქვენ დაგაზარალებთ,“- მიმართა კუმისელებს გოჩა ჯამარაულმა.

შეგახსენებთ, რომ კუმისის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. კუმისელები სოფელში ე.წ. არაბული სოფლის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის მიწები, რომელიც ადრე არაბებს სახნავ-სათესად ჰქონდათ შეძენილი, ახლა ინდივიდუალურად 500-500 კვადრატულ მეტრად დაიყო და სავარაუდოდ სახლების ჩადგმა იგეგმება.

კუმისელების განცხადებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არაბებზე გაყიდული სოფლის მიწები ადგილობრივებს არ დაუბრუნდებათ, ისინი საყოველთაო გამოსვლებს არ შეწყვეტენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს პერიოდში განახლდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე
ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში
ბორჯომში მცხოვრები დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია აფხაზეთის ავტონომიური
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში დასუფთავების აქცია გაიმართა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში დასუფთავების აქცია გაიმართა. სამხარეო ადმინისტრაციის
ქვემო სამგორში სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი ჟოლოს ბაღი გაშენდა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ციური დათაშვილმა 1ჰა. მიწის ფართობზე ჟოლოს ახალი ბაღი გააშენა.
სპეციალისტებმა კახეთის რეგიონის ფერმერებს ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები გურჯაანში, კახეთის რეგიონის