არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა გადაეცა
12:15 03-06-2017
ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა გადაეცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციების ფარგლებში სხალთისა და ღორჯომის ხეობებს ეწვია, სადაც აჭარის მთავრობის, დეპუტატების და ხულოს მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა, ”ტოიოტა ლენდ კრუიზერი LC-78“ გადასცა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პატარაძე სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნო.

ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, ახალი სასწრაფო დახმარების ავტომანქანები მიულოცა და მაღალმთიან რეგიონში დაწყებული თუ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მთავრობის თავმჯდომარეს. მათ აღნიშნეს, რომ ახალი სასწრაფო მანქანები მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურებას ხეობის სოფლებში.

”დღეს წილად მხვდა ბედნიერება, რომ ღორჯომისა და სხალთის ხეობების მოსახლეობისთვის დანაპირები შემესრულებინა. მათ ახალი, თანამედროვე, მთისთვის ადაპტირებული სასწრაფო დახმარების მანქანები გადავეცით. 2 მანქანა იქნება განკუთვნილი თითოეული ხეობისთვის. მანქანები ჯამში - 272 ათასი ლარი დაჯდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, ვინაიდან ჩვენი მთავარი საზრუნავია ხალხი და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას უკეთესი პირობები შევუქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაღალმთიანი აჭარა იყოს ძლიერი, აქ გაიზარდოს ჯანსაღი, ჯანმრთელი ახალგაზრდობა. აქ უნდა განვითარდეს ტურიზმი, აქ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ჩვენ გვჭირდება სრული სერვისები და სწორედ დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი მაგალითი ამ სერვისების განვითარების“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

როგორც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განმარტავენ, ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. ახალი ავტომანქანების შეძენით სრულად განახლდა ხულოს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი. ახალი ტექნიკა ღორჯომისა და სხალთის თემის მოსახლეობას მოემსახურება.
”ავტომანქანები მაღალმთიანი აჭარის რელიეფურ და კლიმატურ პირობებზეა გათვლილი. მაღალი გამავლობის, კომფორტული ავტომანქანები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფს პირველადი-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას.
ავტომანქანების შესაძენად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 272 000 ლარი გამოიყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, აჭარაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 2014 წელს დაიწყო. 11 სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანა რაიონულ ცენტრებში განაწილდა. ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონულ ფილიალებს ორ-ორი ავტომობილი, ხოლო ქობულეთის რაიონულ ცენტრს 3 საშუალო და 2 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა. ასევე, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ქედის რაიონულ ცენტრს ადმინისტრაციული შენობა სარგებლობაში გადასცა”, - აცხადებენ პრესსამსახურში.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრა გრძელდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრა გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ,
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს,
სოფელ კირნათში მოსახლეობა აქციას მართავს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში მშენებარე ჰესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, ჰესის მშენებლობის გამო
ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, 6 ახალაშენებულ
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა
ბათუმში, საზღვაო ნავსადგურში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავი ოფიციალური ცერემონიალი მიმდინარეობს. მოწვეულ სტუმრებს, მეზღვაურებს,
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 32 წლის ქალი გადმოვარდა
რუსთავში, მე-16 მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 32 წლის ქალი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის მრავლობითი
ზურაბ პატარაძე - ჩვენ გვჭირდება საწარმოები, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ პროდუქციას და მოამარაგებენ ადგილობრივ ბაზარს
ბათუმში შპს “ანთ ჯგუფის“ ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც სასახურავე მასალების/აქსესუარებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილებს აწარმოებს.
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მწვანე ყვავილას #9 -ში უკვე დასრულდა საყრდენი კედლის
ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია
ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ სამტრედიაში გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა,