არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
ძალადობის მსხვერპლთათვის ბოლნისში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა
18:08 17-07-2017
ძალადობის მსხვერპლთათვის ბოლნისში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა ძალადობის მსხვერპლთათვის ქალაქ ბოლნისში, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედი“ გაიხსნა.
ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედი“, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისაა განკუთვნილი. ცენტრი ყველა მსურველს იურისტის, ფსიქოლოგის, ექიმისა და სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს სთავაზობს.

საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედი“ ევროკავშირის პროექტის - „არა, ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში გაიხსნა.

,,პროექტ „არა, ოჯახში ძალადობას!“ ძირითადი მიზანია, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეფექტური ზომებით მის წინაარმდეგ ბრძოლა. ცენტრის მიზანია, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ბავშვების პირდაპირი დაცვა და დახმარების უზრუნველყოფა. ცენტრში მისული ქალებისა და ბავშვებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებიც“, - განაცხადა ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალების“ პრეზიდენტმა ალლა ბეჟენცევამ.

საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედში“ 10 სხვადასხვა პროფესიის, მათ შორის იურისტები და ფსიქოლოგები არიან დასაქმებული, მათგან ორ თანამშრომელს შრომით ანაზღაურებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადაუხდის.

პროექტი „არა, ოჯახში ძალადობას!“ ევროკავშირის დაფინანსებით წელიწადნახევარი გაგრძელდება, რის შემდეგაც ცენტრ ,,იმედის“ ფუნქციონირებაზე ვალდებულებას მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტი აიღებს.

საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედი“ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალების“ ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბათუმში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ღამის კლუბ "boom boom beach" -ში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ დამალიდან გამგებელს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ დამალიდან გურგენ თუმასიანი გამგებელ ლევან ცაბაძეს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
ასპინძის მოქმედ გამგებელ ლევან ცაბაძეს გამგეობის წარმომადგენელი მასზე და გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ასპინძის მოქმედ გამგებელ ლევან ცაბაძეს, რომელიც ამავდროულად ასპინძის მერობის დამუკიდებელი კანდიდატია, გამგეობის წარმომადგენელი მალხაზ ლონდარიძე მასზე და გამგეობის თანამშრომლების
"ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის წევრები ბათუმში ამომრჩევლებთან ფინალურ შეხვედრას მართავენ
პარტია "ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის წევრები ბათუმში საზაფხულო თეატრში ამომრჩევლებთან ფინალურ შეხვედრას მართავენ.
ფოთის საზღვაო ნავსადგურში სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს
ფოთის საზღვაო ნავსადგურში სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის საგზაო უსაფრთხოების თემაზე ტრენინგები მიმდინარეობს. ნავსადგურის ადმინისტრაციისა და კორპორაციულ-სოციალური
ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი "ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე "ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატს, კახაბერ მახათაძეს
აჭარაში 800 სპორტსმენს სპორტული ფორმების კომპლექტები გადაეცა
დღეს აჭარაში მცხოვრებ 800-მდე სპორტსმენს სპორტული ფორმები გადაეცათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აჭარაში მოქმედი სპორტის ფედერაციებისთვის შეძენილი სპორტული ეკიპირების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო
დღეს, ბათუმის რაგბის მოედანზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
ბათუმში სტუდენტთა სახოვრებელი აშენდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მამაკაცს მოჭრილი ხე დაეცა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის ტყეში 50 წლამდე მამაკაცს ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.