არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ხის დაცემის შედეგად კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
08:52 14-09-2017
ხის დაცემის შედეგად კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა ხის დაცემის შედეგად თელავის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 35 წლამდე მამაკაცს შუამთის ტყეში ხე დაეცა.
„ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, მამაკაცი ხის მოჭრას ცდილობდა, როდესაც მოჭრილი ხე მას დაეცა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტი ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში იყო და ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების გამო რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა
ბათუმის საკრებულოს სხდომა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ
ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერ - მინისტრის, იმერეთის გუბერნატორის და მერის სახელზე ღია წერილი დაარეგისტრირეს.
ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე "ნაცმოძრაობის" ინიციატივას ხმაური მოჰყვა
ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფების
ზურაბ ალავიძემ ორპირი-ცუცხვათი-მღვიმეს რეაბილიტირებული გზა გახსნა
ორპირი - ცუცხვათი - მღვიმეს 10.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გაფიცვა შეწყვიტეს
ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გაფიცვა შეწყვიტეს. გაფიცულებსა და კომპანია "ჩინეთის
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
პარლამენტის არჩევნებში აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებში, აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ამ უბანზე ხმა სულ 382 ამომრჩეველმა მისცა და 400 ბიულეტენი როგორ ჩაყარეს
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იაკობ ასანიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაცია, რომ 86-ე უბანზე 400 ბიულეტენი
ხაშურში 61,55 %-ით „თოფაძე - მრეწველების“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა, 38,45% მიიღო „ქართული ოცნებიდან“ ვალერი გელაშვილმა
ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა.
ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.