არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთს მგლები შეესია
17:20 19-09-2017
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთს მგლები შეესია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთს მგლები შეესია. მტაცებელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა.

ადგილობრივების თქმით, ადრე მტაცებლის შემოსევა ხშირი იყო და ბევრი ოჯახიც დაზარალდა, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და, შესაბამისად, მშვიდად იყვნენ. ისინი შიშობენ, რომ შინურ ცხოველებზე მტაცებლის თავდასხმა მასობრივ ხასიათს მიიღებს.

მოსახლეობა მგლის შემოსევას ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს უკავშირებს. პატარა ფოთის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. „მგელმა ხუთი ძროხა დაგლიჯა. ეს თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. სოფელში რომ ცხოვრობ, უნდა გყავდეს ფრინველი და ცხოველი. მტაცებელი ასე თუ შემოგვესია, დავრჩებით ლუკმა პურის გარეშე, დავიღუპებით. რიგით მოქალაქეს კი უფლება არ აქვს მგელი მოკლას - დაჯარიმდება. ვითხოვთ ყურადღბას“, - განაცხადა მირიან ჩიქობავამ.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ შექმნილია მონადირეთა ჯგუფი, რომელიც საძოვარსა და ტყეში პატრულირებს, თუმცა, მგლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბათუმში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ღამის კლუბ "boom boom beach" -ში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ დამალიდან გამგებელს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ დამალიდან გურგენ თუმასიანი გამგებელ ლევან ცაბაძეს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
ასპინძის მოქმედ გამგებელ ლევან ცაბაძეს გამგეობის წარმომადგენელი მასზე და გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ასპინძის მოქმედ გამგებელ ლევან ცაბაძეს, რომელიც ამავდროულად ასპინძის მერობის დამუკიდებელი კანდიდატია, გამგეობის წარმომადგენელი მალხაზ ლონდარიძე მასზე და გამგეობის თანამშრომლების
"ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის წევრები ბათუმში ამომრჩევლებთან ფინალურ შეხვედრას მართავენ
პარტია "ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის წევრები ბათუმში საზაფხულო თეატრში ამომრჩევლებთან ფინალურ შეხვედრას მართავენ.
ფოთის საზღვაო ნავსადგურში სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს
ფოთის საზღვაო ნავსადგურში სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის საგზაო უსაფრთხოების თემაზე ტრენინგები მიმდინარეობს. ნავსადგურის ადმინისტრაციისა და კორპორაციულ-სოციალური
ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი "ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე "ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატს, კახაბერ მახათაძეს
აჭარაში 800 სპორტსმენს სპორტული ფორმების კომპლექტები გადაეცა
დღეს აჭარაში მცხოვრებ 800-მდე სპორტსმენს სპორტული ფორმები გადაეცათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აჭარაში მოქმედი სპორტის ფედერაციებისთვის შეძენილი სპორტული ეკიპირების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო
დღეს, ბათუმის რაგბის მოედანზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
ბათუმში სტუდენტთა სახოვრებელი აშენდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მამაკაცს მოჭრილი ხე დაეცა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის ტყეში 50 წლამდე მამაკაცს ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.