არქივი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
18-11-2017
ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ 4 საჩივარი განიხილა
21:32 14-11-2017
ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ 4 საჩივარი განიხილა ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში უბნებსა და საოლქო კომისიაში დაწერილი 4 საჩივარი განიხილა. ოთხივე საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა შეადგინეს.

საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით ხელფასის 10% დააკლო N 62-ე უბნის თავმჯდომარეს, ამავე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელს კი შენიშვნა მიეცა. საჩივრის ავტორთა თქმით, ნაკადის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელმა პირმა მარკირებაგავლილი ამომრჩეველი უბანზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შეუშვა.

კომისიამ დარღვევად მიიჩნია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შედგენილ კიდევ ერთ სარჩელში მოყვანილი ფაქტი, რომლის მიხედვითაც, N124-ე უბანზე რეგისტრატორის ფუნქციას არაუფლებამოსილი პირი ახორციელებდა. საჩივრის შინაარსის მიხედვით, მანანა გიორგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით უბანზე კომისიის წევრის სტატუსით გამოცხადდა და სამი ამომრჩეველიც მიიღო. სინამდვილეში კი იგი კომისიიდან პარტიის მიერ 7 ნოემბერს იყო გამოწვეული. N124-ე უბნის თავმჯდომარე ნათია ნაცვალაძე, რომელსაც კომისიამ დარღვევის გამო გაფრთხილება მისცა, საჩივრების განხილვას არ დასწრებია.

საოლქო კომისიამ არ დააკმყოფილა N18 უბანზე დაწერილი საჩივარი, რომლის მიხედვითაც უბანზე მდივანმა შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღი და დრო არასწორად მიუთითა. N76-ე უბნის თავმჯდომარეს კი, სადაც გადასატანი ყუთის სიაში კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი შეცდომით იყო შეყვანილი, გაფრთხილება მიეცა.

ამასთანავე, საოქლო კომისიამ თავად აღმოაჩინა დარღვევა ორ უბაზე. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, N62 და N7-ე უბნების შემაჯამებელ ოქმებს ბეჭედი არ ჰქონდა, რის გამოც აღნიშნული უბნების თავმჯდომარეებს შენიშვნა მიეცა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 14 ნოემბერს 7 საჩივარი შეიტანა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფიაშვილის თქმით, საჩივრები პროცედურული ხასიათისაა და ისინი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„საიას“ საჩივრებს კომისია 16 ნოემბერს განიხილავს.

საოქლოში საჩივრების შეტანის ვადა 14 ნოემბერს დასრულდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აჭარის დელეგაციას ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმასპინძლეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმასპინძლეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აჭარის
სოფელ ლაფანყურში ხევში მანქანის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ზესტაფონში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
დედოფლისწყაროს მერის ინფორმაციით, სამი სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა „საქართველოს ბანკმა“ გაითვალისწინა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება ფერმერებსა და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
პარლამენტის არჩევნებში აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებში, აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ამ უბანზე ხმა სულ 382 ამომრჩეველმა მისცა და 400 ბიულეტენი როგორ ჩაყარეს
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იაკობ ასანიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაცია, რომ 86-ე უბანზე 400 ბიულეტენი
ხაშურში 61,55 %-ით „თოფაძე - მრეწველების“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა, 38,45% მიიღო „ქართული ოცნებიდან“ ვალერი გელაშვილმა
ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა.
ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები ლიდერობენ.