არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოსგან სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა
17:07 03-01-2018
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოსგან სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტროს ,,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, აკადემიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ გადაეცა. გემის გადაცემის ცერემონიას დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ.

აღნიშნული გემი სახელმწიფო საკუთრებაში ფინანსთა სამინისტროს სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის“ 2015 წლის 13 აგვისტოს #30545 ბრძანებით მიიქცა და მისი ღირებულება 1 772 000 ლარით განისაზღვრა.

ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან აკადემიას ამ დრომდე არ გააჩნდა საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.

როგორც საზღვაო აკადემიაში აცხადებენ, „კადეტის” აკადემიისთვის საკუთრებაში გადაცემა სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის არის უმნიშვნელოვანესი. ამასთან აღნიშნულ გემზე გავლილი პრაქტიკა კურსდამთავრებულთა დასაქმებას ხელს შეუწყობს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოთხოვნებით, გემზე სამუშაოდ წასვლამდე ეკიპაჟის წევრებს მოეთხოვებათ გემის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, შესაბამისად, სასწავლებელში არსებული ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს საზღვაო პრაქტიკას გემზე. მომავალში, აკადემიას შესაძლებლობა ექნება სემესტრში 30-40 სტუდენტი უზრუნველყოს საზღვაო პრაქტიკით. დღემდე სტუდენტებს პრაქტიკის გავლა ფოთის ან ყულევის ნავსადგურებში უწევთ.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 საგარეჯოში ცენტრალური სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა
ქალაქ საგარეჯოში ცენტრალური სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სტადიონი საგარეჯოს
 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია „რუსთავი 2“-ს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და სამაუწყებლო კომპანიას ინფორმაციის განზრახ დამახინჯებაში ადანაშაუალებს.
 რუსთავის მერიასა და შპს ,,სამშენებლო კომპანია მაგისტრალს’’ შორის ხელშეკრულება გაფორმდა
რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ქალაქის მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს ,,სამშენებლო კომპანია მაგისტრალს’’
ქედის ჰოსპიტალში 25 მაისს უფასო კონსულტაციები ჩატარდება
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ორგანიზებით, 25 მაისს, ქედის ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციები ჩატარდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ტერნოპოლში იმყოფება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ტერნოპოლში იმყოფება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, დღის წესრიგით
აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიის სხდომაზე I კვარტლის ანგარიშზე და ბიუჯეტში ცვლილებებზე იმსჯელეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის
რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
რუსთავში, კოსტავას გამზირზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ოდენობის თანხაა წაღებული.
ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ოზურგეთის მიმართულებით