არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
ზურაბ პატარაძე - საწვრთნელი გემის გადაცემა საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის წარმატების გარანტი იქნება
17:08 03-01-2018
ზურაბ პატარაძე - საწვრთნელი გემის გადაცემა საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის წარმატების გარანტი იქნება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრეობიდან აცნობეს, გემის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალი დღეს ბათუმის ნავსადგურში გაიმართა.
მათივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე პრემიერს, რომლის უშუალო ინიციატივით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა. მისი თქმით, დღეიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს საზღვაო პრაქტიკის გავლა უკვე ბათუმში შეეძლებათ, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია.

„2018 წელი პოზიტიური მოვლენით დაიწყო. საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადაეცა საწვრთნელი გემი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. კარგია, რომ ჩვენს სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ადგილზე გაიარონ პრაქტიკა და ამისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება აღარ დასჭირდებათ. ეს არის ერთობლივი, კომპლექსური მიდგომა, სწორი განვითარება, ვინაიდან საზღვაო დარგი ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეზღვაურთა კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში ძალიან დიდია. ჩვენი სტუდენტებისთვის სრულფასოვანი დიპლომი მომავალში მათი დიდი წარმატების გარანტი იქნება“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. საწვრთნელი გემის გადაცემის ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, გემზე აღიმართა საქართველოს დროშა, რის შემდეგაც სტუმრებმა გემი „კადეტი“ დაათვალიერეს. მცურავი საშუალება აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაივლიან. სემესტრში 40-50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. ბათუმის საზღვაო აკადემიის 90 წლიანი ისტორიის მანძილზე სასწავლო-საწვრთნელი გემი არ გააჩნდა. შესაბამისად, აღნიშნული გემის გადაცემა აკადემიის ხელმძღვანელი პირების მიერ ისტორიულ ფაქტად შეფასდა.

„დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა. 90 წლის ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიას ასეთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დაემატა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული რეფორმა გატარდა ამ მიმართულებით, თუმცა სტუდენტების ღირსეული დასაქმებისთვის ეს იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა. გემი იყო გამზადებული გასაყიდად, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სახელმწიფოში დარჩენილიყო, მომსახურებოდა სახელმწიფოს და ჩვენი სტუდენტებისთვის სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა მიეცა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხარაგაულის სოფელ ბორიში ახალგაზრდა მამაკაცის ძებნაში მოსახლეობაც ჩაერთო
სოფელ ბორითის მკვიდრს, 28 წლის ამირან ბარბაქაძეს სამართალდამცველები შვიდი დღეა უშედეგოდ ეძებენ. დაკარგული 9 იანვარს, სავარაუდოდ, მდინარე დუმალაში ჩავარდა.
ნინო ლომჯარია - პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის არ არის დამაჯერებელი ის მტკიცებულებები, რაც გამოძიებამ მაჩალიკაშვილის საქმეზე გაასაჯაროვა
პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის არ არის დამაჯერებელი ის მტკიცებულებები, რაც გამოძიებამ მაჩალიკაშვილის საქმეზე გაასაჯაროვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.
ზუგდიდში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალბატონს დაეჯახა
ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შუახნის ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ზურაბ პატარაძე - რეგულაციების საბოლოო დაზუსტებამდე, განიხილება დროებითი მექანიზმის შემუშავება მათთვის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში კვეთს სარფის საზღვარს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთში ართვინის გუბერნიაში გუბერნატორს შეხვდა. როგორც ზურაბ პატარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა,
პანკისის ხეობის უხუცესები მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისთვის პროცესში ომბუდსმენის ჩართვა მნიშვნელოვანია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისში მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში ხეობის უხუცესებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც საათზე მეტხანს მიმდინარეობდა,
ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულების ინფორმაციით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები მათ ხვალ შეხვდებიან
ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა საპროტესტო აქცია გრძელდება. გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები
ქუთაისში დასახლებულ პუნქტში კლდიდან მიწა ჩამოიშალა
ქუთაისში, პეტრიძის ქუჩაზე კლდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა, რაც სავარაუდოდ, ორდღიანმა წვიმიანმა ამინდმა განაპირობა.
ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში ადგილობრივებს, პედაგოგებს და უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდა
სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ნინო ლომჯარია ადგილობრივებს, პედაგოგებს და უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში მგელმა პირუტყვი დაგლიჯა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში მგელმა პირუტყვი დაგლიჯა. თვითმხილველის ინფორმაციით, დღევანდელ შემთხვევას,
ჯაბრაილ ქუშანაშვილის დედა - სუს-ში ჩემ შვილს კითხვები სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებთან ერთად გადაღებული ფოტოს შესახებ დაუსვეს
მთავრობამ თვითონ არ იცის, რა ჩაიდინა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს და ჩვენგან რა უნდათ, ჩვენ რატომ გვთხოვენ პასუხს თავის დანაშაულზე?!