არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ზურაბ პატარაძე - საწვრთნელი გემის გადაცემა საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის წარმატების გარანტი იქნება
17:08 03-01-2018
ზურაბ პატარაძე - საწვრთნელი გემის გადაცემა საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის წარმატების გარანტი იქნება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრეობიდან აცნობეს, გემის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალი დღეს ბათუმის ნავსადგურში გაიმართა.
მათივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე პრემიერს, რომლის უშუალო ინიციატივით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა. მისი თქმით, დღეიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს საზღვაო პრაქტიკის გავლა უკვე ბათუმში შეეძლებათ, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია.

„2018 წელი პოზიტიური მოვლენით დაიწყო. საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადაეცა საწვრთნელი გემი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. კარგია, რომ ჩვენს სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ადგილზე გაიარონ პრაქტიკა და ამისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება აღარ დასჭირდებათ. ეს არის ერთობლივი, კომპლექსური მიდგომა, სწორი განვითარება, ვინაიდან საზღვაო დარგი ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეზღვაურთა კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში ძალიან დიდია. ჩვენი სტუდენტებისთვის სრულფასოვანი დიპლომი მომავალში მათი დიდი წარმატების გარანტი იქნება“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. საწვრთნელი გემის გადაცემის ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, გემზე აღიმართა საქართველოს დროშა, რის შემდეგაც სტუმრებმა გემი „კადეტი“ დაათვალიერეს. მცურავი საშუალება აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაივლიან. სემესტრში 40-50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. ბათუმის საზღვაო აკადემიის 90 წლიანი ისტორიის მანძილზე სასწავლო-საწვრთნელი გემი არ გააჩნდა. შესაბამისად, აღნიშნული გემის გადაცემა აკადემიის ხელმძღვანელი პირების მიერ ისტორიულ ფაქტად შეფასდა.

„დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა. 90 წლის ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიას ასეთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დაემატა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული რეფორმა გატარდა ამ მიმართულებით, თუმცა სტუდენტების ღირსეული დასაქმებისთვის ეს იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა. გემი იყო გამზადებული გასაყიდად, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სახელმწიფოში დარჩენილიყო, მომსახურებოდა სახელმწიფოს და ჩვენი სტუდენტებისთვის სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა მიეცა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთავის მერი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური უზრუნველყოფის პოლონური კომიტეტის“ წევრებს შეხვდა
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური უზრუნველყოფის პოლონური კომიტეტის“ წევრებს შეხვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტი აქციას - „მოდი ღამე მუზეუმში“ შეუერთდა
მარნეულის მუნიციპალიტეტი აქციას - „მოდი ღამე მუზეუმში“ შეუერთდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,
დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული
რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მე-10 ბაგა-ბაღის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი,
ზუგდიდის საკრებულომ, შესაძლოა, სხდომები მერიის შენობის გარდა სოფლებშიც ჩაატაროს
ზუგდიდის საკრებულომ, შესაძლოა, სხდომები მერიის შენობის გარდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, სოფლებში ჩაატაროს. აღნიშული ინიციატივა
ჩიჩხატურის კოშკთან „გარეჯობა 2018“ გაიმართა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით, 19 მაისს ჩიჩხატურის კოშკთან „გარეჯობა 2018“ გაიმართა.
 აჭარა გერმანიაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2018“ წარადგინა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა პედაგოგს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა პედაგოგს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს
 ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა ადიგენსა და მიმდებარე სოფლებში
 ბათუმში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ბათუმში, თაბუკაშვილის #3-ში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მათი განცხადებით, ყოველი