არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პირველი საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა
22:01 12-01-2018
გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პირველი საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით, გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი პროექტია. სკოლამ ახალი პროგრამების შესამუშავებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო.

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში დაინერგა ახალი პროფესიული პროგრამები საფეხმავლო და სამთო გამყოლი და ასევე სასერტიფიკატო პროგრამები, როგორიცაა თხილამურების ინსტრუქტორი. ყველა პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მიდიოდა მუშაობა შვეიცარიელ და გერმანელ ექსპერტებთან, რათა ახალი პროგრამები საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად შექმნილიყო“, - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

საწვრთნელი ბაზის გახსნას დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით რაქვიაშვილი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის კონსორციუმის პარტნიორები და სტუდენტები.

სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, რომელიც მსგავს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. გუდაურის სასწავლო ბაზაზე სტუდენტები პრაქტიკული სწავლების დროს შეძლებენ ცხოვრებას და თეორიული სწავლების გავლას. სასწავლო ბაზა ერთდროულად 30 სტუდენტის მიღებას შეძლებს. სკოლაში უკვე სწავლობენ სტუდენტები, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან.
სკოლა მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებითვის“ ფარგლებში.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთავის მერი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური უზრუნველყოფის პოლონური კომიტეტის“ წევრებს შეხვდა
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური უზრუნველყოფის პოლონური კომიტეტის“ წევრებს შეხვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტი აქციას - „მოდი ღამე მუზეუმში“ შეუერთდა
მარნეულის მუნიციპალიტეტი აქციას - „მოდი ღამე მუზეუმში“ შეუერთდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,
დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული
რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მე-10 ბაგა-ბაღის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი,
ზუგდიდის საკრებულომ, შესაძლოა, სხდომები მერიის შენობის გარდა სოფლებშიც ჩაატაროს
ზუგდიდის საკრებულომ, შესაძლოა, სხდომები მერიის შენობის გარდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, სოფლებში ჩაატაროს. აღნიშული ინიციატივა
ჩიჩხატურის კოშკთან „გარეჯობა 2018“ გაიმართა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით, 19 მაისს ჩიჩხატურის კოშკთან „გარეჯობა 2018“ გაიმართა.
 აჭარა გერმანიაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2018“ წარადგინა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა პედაგოგს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა პედაგოგს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს
 ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა ადიგენსა და მიმდებარე სოფლებში
 ბათუმში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ბათუმში, თაბუკაშვილის #3-ში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მათი განცხადებით, ყოველი