არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ექიმებმა ქუთაისში სახელმწიფო დროშა აღმართეს
17:15 14-01-2018
ექიმებმა ქუთაისში სახელმწიფო დროშა აღმართეს იუნკრების შემდეგ, სახელმწიფო დროშა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ექიმებმა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი, ანსამბლმა "ქუთაისი" შეასრულა.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

ქუთაისში პრეზიდენტმა ცერემონიის მონაწილეებს, მედპერსონალსა და პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელს, გოგი წულაიას სახელმწიფო დროშები და "დროშის აღმართვის წესის შესახებ" სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილი ფლაერები პირადად გადასცა.

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა.

ცერემონია უჯარმაში, უჯარმის ციხეზე და მცხეთაში, ბებრის ციხეზეც გაიმართა, სადაც სახელმწიფო დროშა მაშველებმა და სპორტსმენებმა აღმართეს.

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია დღეს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც შედგა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა იუნკრებმა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა იუნკრებს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და სახელმწიფო დროშაზე, როგორც სახელმწიფოსა და ხალხის გამაერთიანებელ სიმბოლოზე, სულის გაუტეხლობისა და სიმამაცის სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა.

დროშის დღის აღნიშვნას საქართველოს პრეზიდენტი დღეს სენაკში დაასრულებს, სადაც დროშას პედაგოგები იმ სკოლაში აღმართავენ, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი "სენაკი" შეასრულებს.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთავის მერი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური უზრუნველყოფის პოლონური კომიტეტის“ წევრებს შეხვდა
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური უზრუნველყოფის პოლონური კომიტეტის“ წევრებს შეხვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტი აქციას - „მოდი ღამე მუზეუმში“ შეუერთდა
მარნეულის მუნიციპალიტეტი აქციას - „მოდი ღამე მუზეუმში“ შეუერთდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,
დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული
რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მე-10 ბაგა-ბაღის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი,
ზუგდიდის საკრებულომ, შესაძლოა, სხდომები მერიის შენობის გარდა სოფლებშიც ჩაატაროს
ზუგდიდის საკრებულომ, შესაძლოა, სხდომები მერიის შენობის გარდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, სოფლებში ჩაატაროს. აღნიშული ინიციატივა
ჩიჩხატურის კოშკთან „გარეჯობა 2018“ გაიმართა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით, 19 მაისს ჩიჩხატურის კოშკთან „გარეჯობა 2018“ გაიმართა.
 აჭარა გერმანიაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2018“ წარადგინა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა პედაგოგს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა პედაგოგს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს
 ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა ადიგენსა და მიმდებარე სოფლებში
 ბათუმში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ბათუმში, თაბუკაშვილის #3-ში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მათი განცხადებით, ყოველი