არქივი
«« თებერვალი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
18-02-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახები ტრაქტორებით უფასოდ ისარგებლებენ
21:21 13-02-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახები ტრაქტორებით უფასოდ ისარგებლებენ ნავთობკომპანია „SOCAR“-ის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ტრაქტორებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები მიწის სეზონური სამუშაოებისათვის უფასოდ ისარგებლებენ.

„ორი წლის წინ ნავთობკომპანია „SOCAR“-ის მხრიდან მარნეულს ტრაქტორები გადმოეცა, თუმცა ამ დრომდე, ტექნიკით მოსახლეობას არ უსარგებლია. 2018 წლიდან კი ჩემი და ჩემი გუნდის ინიციატივით შემუშავდა ,,სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის“ პროგრამა, რომლის მიზანია მოქალაქეთა ხელშეწყობა. პროგრამა მოსახლეობისათვის ფინანსურად შეღავთის მომტანი იქნება, რადგან მერია ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, სრულად ფარავს ტექნიკის ექსპლუატაციის ხარჯებს. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მოსახლეობას შეეძლება დროულად და ხარისხიანად შეასრულოს მიწის სეზონური სამუშაოები“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა.

კომპანია „SOCAR“-მა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას ტრაქტორები 2016 წლის 4 მარტს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების აღსანიშნავად გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გადასცა. მარნეულის მუნიციპალიტეტს უვადოდ სარგებლობაში 5 ერთეული ტრაქტორი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისგან გადაეცა.

მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით (ტრაქტორით) უსასყიდლოდ სარგებლობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეძლებათ. პროგრამაში ბენეფიციარები მერის წარმომადგენლების დახმარებით ჩაერთვებიან.

პროგრამა სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკის საექსპლუატაციო თანხებს (საწვავი, საპოხი მასალები, მექანიზატორის ანაზღაურება და ა.შ). პროგრამის განხორციელება, მერის დავალებით ა(ა)იპ „სუფთა მარნეულს“ დაეკისრა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გორში ფერმერებისთვის ვორკშოპი გაიმართა
გორში, შიდა ქართლის სოფლებში მცხოვრები ფერმერებისთვის ვორკშოპი, სახელწოდებით „#დაიმუხტეწარმატებით - ქართული რესურსი, ევროპული გამოცდილება“ გაიმართა.
ქუთაისში დღეს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი დაიწყო
დღეს ქუთაისში ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი დაიწყო. აღნიშნული კონკურსი ქუთაისში უკვე მეორედ იმართება და
იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომლის შრომის ანაზღაურებაც ამ პერიოდის განმავლობაში 2 950 ლარი იყო, თებერვლიდან 5900 ლარს მიიღებს.
ვანის რაიონში მეწყერის ჩამოწოლის გამო ორი სოფლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზა ჩაკეტილია
ვანში, ორი სოფლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულის გამო გზა ჩაკეტილია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
ზურაბ პატარაძემ და სოზარ სუბარმა საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
ზუგდიდში მძღოლებსა და ახალი ავტოსადგურის დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში მძღოლების აქცია სავაჭრო ცენტრ „ალიანსთან“ დასრულდა. აქციის მონაწილე მძღოლები ავტოსადგურ „ექსპრესიის 777“ დირექტორს
ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები აქციას მართავენ
ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები ამ წუთებში აქციას მართავენ.
გურჯაანში, სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
გურჯაანში, სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს 26 წლის დათო ოდიკიძე გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
დავით გაბაიძე ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივი პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ქართველი და
შავი ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური