არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
შსს იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც პოლიციელები ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უშვებენ
13:29 01-03-2018
შსს იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც პოლიციელები ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უშვებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უშვებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ეს თავად აღნიშნული პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხდება, რასაც სამართალდამცავები კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში ახორციელებენ.

„დაპირისპირებისა და თავიდან აცილების, ასევე თავად აღნიშნული პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ ხდება ბორჯომის საკრებულოს შენობაში კონკრეტული ადამიანების შეშვება. აღნიშნულს ჩვენ ვახორციელებთ კანონით მონიჭებული უფლებით, რომელსაც „პოლიციის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად“, - განაცხადეს შსს-ში.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, მას და მის ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს შენობაში შესვლის და მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. ამის შესახებ ზაზა ჩაჩანიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.


რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობას, ამ დროისთვის შენობაში იმყოფებიან საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც პარტია „ქართული ოცნებას“ წარმოადგენენ, ასევე ბორჯომის მერიის თანამშრომლები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც
ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

დღეს დილიდან კი ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა
ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტბაში ცხედრის არსებობის შესახებ
 25 ივნისს კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდება
25 ივნისს, ჭიათურაში, კაცხში, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“
 ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედარს ეძებენ
ბათუმში, არდაგანის ტბაში სამაშველო ბრიგადები ცხედარს ეძებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები
 „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გურჯაანში მარწყვის ახალი ბაღი გაშენდა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, მაია ბეროშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ