არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5694
EUR
1 EUR
2.9242
RUB
100 RUB
3.7778
14-08-2018
მარნეულში ქართული ენის დღე აღნიშნეს
18:48 16-04-2018
მარნეულში ქართული ენის დღე აღნიშნეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოსწავლეებმა საზოგადოებას ქართული სიმღერები, ცეკვები და ლექსები წარუდგინეს. ღონისძიებას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. InterPressNews.Ge

„უკვე რამდენიმე ათეული წელია განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ „დედა ენის“ დღეს. საამაყო და დასაფასებელია, რომ ჩვენს რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ ამ ღონისძიებებში და დაინტერესებულები არიან საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა.
მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ამ პროცესში პედაგოგებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ და ცდილობენ ქართული ენის სწავლებით მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მომავალი თაობების საზოგადოებაში ინტეგრაციას“, - ამ სიტყვებით მიმართა მხარის გუბერნატორმა დამსწრე საზოგადოებას.

დედაენის დღე ასევე მიულოცა სკოლაში სტუმრად მყოფმა მერმა თემურ აბაზოვმა. „მშობლიური ენის ცნობიერი სიყვარული სკოლის მერხიდან იწყება. თქვენ განსაკუთრებულები ხართ, რადგან ორმაგი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ქვეყნის წინაშე, რომ საუბრობდეთ სახელმწიფო ენაზე და ამასთან შეინარჩუნოთ ის ენა, რომელიც ბავშვობიდან გესმით – ეს იქნება აზერბაიჯანული, სომხური თუ სხვა. InterPressNews.Ge

ქართული ენა–ჩვენი სახელმწიფო ენაა, რომელიც თქვენი წარმატების ერთ–ერთი გზაა. ამიტომ, მოგიწოდებთ არასოდეს შეწყვიტოთ ქართული ენის შესწავლა. სახელმწიფო ენის ცოდნა დაგეხმარებათ უფრო მეტად ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყოთ აქტიური მოქალქეები, დაძლიოთ ენობრივი ბარიერი, მიიღოთ თქვენს ქვეყანაში ხარისხიანი განათლება და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოთ. მიხარია, რომ თითოეული თქვენგანი ასე წარმატებით ეუფლებით სახელმწიფო ენას და აცნობიერებთ მის მნიშვნელობას! მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ქართული ენის დღესასწაული და გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტი მერმა თემურ აბაზოვმა.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორსული დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ზუგდიდის ბულვარში ქუჩის ფორტეპიანო განთავსდა
ზუგდიდის ბულვარში ქუჩის ფორტეპიანო განთავსდა, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქუთაისში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩის 199-ე და 223-ე ნომერ კორპუსებთან ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გიან 2011" ახორციელებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გერბისა და დროშის შემუშავების მიზნით კონკურსი გამოაცხადა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სიმბოლოების (გერბისა და დროშის) შემუშავების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
 ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინეს
ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიამ შეხვედრა გამართა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც არჩევნებს სხვადასხვა დონეზე აკვირდებიან.
 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა.
 ზესტაფონში ყოველკვირეული მუსიკალური შოუ და მოტორბოლა იმართება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქში ყოველკვირეული საზაფხულო მუსიკალური შეხვედრები იმართება. მათივე ინფორმაციით, კონცერტები მერის ინიციატივით ტარდება.
 აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - თხილის მასიური გაფუჭება განპირობებულია ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიერ, რომელსაც დროული წამლობა სჭირდება
თხილის გაფუჭება მთლიანად ფაროსანას ბრალი არ არის, ფაროსანას გამოწვეული ზიანი მხოლოდ 11-12% ფარგლებში მერყეობს,- ასე უპასუხა ქობულეთის მოსახლეობის
 ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები
 გიორგი მიშელაძე კოოპერატივ „დარჩელის თხილის“ საქმიანობას გაეცნო
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „დარჩელის თხილის“ მეპაიეებს