არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, მინსკში გაფორმებული მემორანდუმი აჭარაში შრომის უსაფრთხოების სწავლების სპეციალისტების გადამზადებას ითვალისწინებს
19:33 13-06-2018
ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, მინსკში გაფორმებული მემორანდუმი აჭარაში შრომის უსაფრთხოების სწავლების სპეციალისტების გადამზადებას ითვალისწინებს აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, მინსკში გაფორმებული მემორანდუმი აჭარაში შრომის უსაფრთხოების სწავლების სპეციალისტების გადამზადებას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, აჭარის დელეგაციის ვიზიტი ბელორუსიაში გრძელდება. დელეგაციის ხელმძღვანელის - აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტი ჩვენს რეგიონში არსებული სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების სპეციალისტებს გადაამზადებს.
ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ მინსკში, სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტსა და აჭარაში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებს - „ბლექსი-სა“ და „ახალ ტალღას“, ასევე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი სახანძრო და შრომის უსაფრთხოების სწავლების სპეციალისტების გადამზადებასა და შემდგომში შესაბამისი პროგრამების დანერგვაში დახმარებას ითვალისწინებს.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების კანონი 2019 წლიდან დამსაქმებლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების აყვანას ავალდებულებს და ისინი აკრედიტებული პროგრამების შესაბამისად უნდა გადამზადდნენ.

„კანონიდან გამომდინარე, აუცილებელია დაინერგოს შესაბამისი სპეციალისტების გადამზადების სასწავლო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების პროფესიული სასწავლო პროგრამები. ამდენად, მინსკში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის საფუძველზე აჭარაში არსებული პროფესიული სასწავლებლები წინასწარ მომზადებულები შეხვდებიან ახალი რეგულაციების ამოქმედებას და დამსაქმებლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადებას შესთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტს 85-წლიანი გამოცდილება აქვს და ევროპის მასშტაბით, ის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებელია. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ატომური ენერგიის სააგენტოსთან, ასევე „ESCA“ ევროკავშირის სახანძრო უსაფრთხოების კოლეჯების ასოციაციის წევრია,“ - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა
ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტბაში ცხედრის არსებობის შესახებ
 25 ივნისს კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდება
25 ივნისს, ჭიათურაში, კაცხში, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“
 ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედარს ეძებენ
ბათუმში, არდაგანის ტბაში სამაშველო ბრიგადები ცხედარს ეძებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები
 „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გურჯაანში მარწყვის ახალი ბაღი გაშენდა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, მაია ბეროშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ