არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო
12:03 18-07-2018
ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. დაბა სურამში, წმინდა მარიამის და ლესია უკრაინკას ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები თანადაფინანსებით ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, წმინდა მარიამის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები ჯამში 212 875 ლარს ითვლის და 670 გრძივი მეტრი გზის მოწყობას ითვალისწინებს, ლესია უკრაინკის ქუჩის მოასფალტების პროექტი კი 282 145 ლარის ღირებულებისაა და 830 გრძივი მეტრი გზის მოწყობა იგეგმება. ამ ეტაპზე დამთავრებულია ქუჩების მოხრეშვა და მიმდინარეობს ნიადაგის მოსწორება, რის შემდეგაც დაიწყება ასფალტის დაგება.

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ორივე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი საბოლოო სახეს სექტემბრის დასასრულს მიიღებს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს. პროქტის ფარგლებში იგეგმება სანიაღვრე არხების მოწყობაც.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდება, - აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტში.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბელორუსის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი რუსთავის მერს და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდა
ბელორუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვი რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუასა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბეგაძეს შეხვდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო
– პროექტის ''I see you-summer town” ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო.
საზაფხულო ბანაკში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ტაქსებით მომსახურებაზე დაინტერესებულ პირებს იწვევენ
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ტაქსებით მომსახურებაზე დაინტერესებულ პირებს იწვევს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“
ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები პარლამენტის დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის მერმა
ქუთაისის მერიამ კომპანია „ალმა რუსი“ დააჯარიმა
ქუთაისის მერიამ კომპანია „ალმა რუსი“ დააჯარიმა. კომპანია ქუთაისში, მდინარე რიონზე არსებული ისტორიული თეთრი ხიდის რეაბილიტაციას აწარმოებს.
ატენის ხეობაში სასწავლო ბანაკი „გზამკვლევი“ გაიხსნა
ატენის ხეობაში სასწავლო ბანაკი „გზამკვლევი“ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ბაკურიანში ველორბოლა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით
გარდაბანში, სოფელ კრწანისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციების დროულად გაცემას მოითხოვს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, 22 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციებისდროულად გაცემას მოითხოვს.
თელავში საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში - Telavi Open 2018 დაიწყო
თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში დღეს საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში - თავისუფალი პირამიდა - Telavi Open 2018 დაიწყო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 2018-2025 წლების სტრატეგია ექნება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.