არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
დაშავებული მუშა შახტში აფეთქების დეტალებს იხსენებს
16:09 18-07-2018
დაშავებული მუშა შახტში აფეთქების დეტალებს იხსენებს წამები იქნებოდა ალბათ გასული რომ წამოვხტი, ინტუიციით ვიცოდი საით უნდა წავსულიყავი და გამოვედი გარეთ, სადაც გიორგი აბულაძე დამწვარ მდგომარეობაში ვნახე, - ამის შესახებ მინდელის შახტში 16 ივლისს დაშავებულმა გიგა მიქიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მეშახტე იხსენებს, რომ მუშაობის პროცესში აფეთქების შესახებ გააფრთხილეს, თუმცა მან ტერიტორია არ დატოვა და სწორედ ამან გადაარჩინა.

„სამუშაო ადგილას ვიმყოფებოდი, გაზი გაზომილი იყო. ისეთი ადამიანი მუშაობდა ვინტილაციაზე, გაზს გაუზომავს არ დატოვებდა. როცა გაზი იყო ხოლმე, ეს ადამიანი უბანს აჩერებდა და არ აფეთქებინებდა. მუშაობის პროცესში ჩამოვიდნენ და გვითხრეს, რომ ლავი ფეთქდებოდა. მე თვითონ გამოვთქვი სურვილი, რომ არ გავიდოდი სამუშაო ადგილიდან. ფიცრებს ვალაგებდი იმისთვის, რომ ნახშირი არ დაგვყროდა. მე არ გავთიშულვარ, თუმცა ჩემ გვერდით ორივე მეშახტემ გონება დაკარგა. წამები იქნებოდა ალბათ გასული, რომ წამოვხტი, ინტუიციით ვიცოდი საით უნდა წავსულიყავი და გამოვედი გარეთ, სადაც გიორგი აბულაძე დამწვარ მდგომარეობაში ვნახე, კანები ჰქონდა ჩამოკიდებული. როგორც კი ხელი მოვკიდე, მაშინვე შემომეხვია და მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდა, პანიკაში იყო. ერთი სიტყვით, თავი გავითავისუფლე, წამოვიყვანე და გზაში ლაშა ფორჩხიძე ვნახე, რომელსაც ბოლო წუთები ჰქონდა ალბათ დარჩენილი. ვიფიქრე, გავიყვანდი გიორგი აბულაძეს და მოვბრუნდებოდი ლაშასთვისაც, მაგრამ გასასვლელში კიდევ ერთი დამწვარი ადამიანი ვნახე. ალბათ, უფლის წყალობამ გადამარჩინა და კიდევ იმან, რომ არ გამოვედი, როცა ლავის აფეთქებაზე მაცნობეს. იქ რომ გავსულიყავი, მეც დამწვარი ვიქნებოდი,“ - განაცხადა გიგა მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორსული დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ზუგდიდის ბულვარში ქუჩის ფორტეპიანო განთავსდა
ზუგდიდის ბულვარში ქუჩის ფორტეპიანო განთავსდა, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქუთაისში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩის 199-ე და 223-ე ნომერ კორპუსებთან ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გიან 2011" ახორციელებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გერბისა და დროშის შემუშავების მიზნით კონკურსი გამოაცხადა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სიმბოლოების (გერბისა და დროშის) შემუშავების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
 ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინეს
ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიამ შეხვედრა გამართა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც არჩევნებს სხვადასხვა დონეზე აკვირდებიან.
 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა.
 ზესტაფონში ყოველკვირეული მუსიკალური შოუ და მოტორბოლა იმართება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქში ყოველკვირეული საზაფხულო მუსიკალური შეხვედრები იმართება. მათივე ინფორმაციით, კონცერტები მერის ინიციატივით ტარდება.
 აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - თხილის მასიური გაფუჭება განპირობებულია ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიერ, რომელსაც დროული წამლობა სჭირდება
თხილის გაფუჭება მთლიანად ფაროსანას ბრალი არ არის, ფაროსანას გამოწვეული ზიანი მხოლოდ 11-12% ფარგლებში მერყეობს,- ასე უპასუხა ქობულეთის მოსახლეობის
 ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები
 გიორგი მიშელაძე კოოპერატივ „დარჩელის თხილის“ საქმიანობას გაეცნო
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „დარჩელის თხილის“ მეპაიეებს