არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
შსს-ს გენინსპექციის უფროსი - სიცრუეა, რომ სპეცრაზმი ხაიშში დილიდან გამოჩნდა, არც დაშავებულები არიან, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება
16:49 26-07-2018
შსს-ს გენინსპექციის უფროსი - სიცრუეა, რომ სპეცრაზმი ხაიშში დილიდან გამოჩნდა, არც დაშავებულები არიან, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება სპეცრაზმი ხაიშში დილიდან არ გამოჩენილა, არც დაშავებულები არიან, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ადგილზე შსს-ს დანაყოფების მობილიზება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის ხდება.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს კანონიერ მოქმედებებს, რომელსაც ხელს უშლის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი. სწორედ ამის გამო არის შსს-ს გარკვეული დანაყოფები ადგილზე, რომ არ მოხდეს რაიმე ექსცესი.

არანაირი სპეცრაზმი აქ დილას არ გამოჩენილა. ეს არის ცრუ ინფორმაცია. არც დაშავებულები არიან. ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს. გადასული ვართ მოლაპარაკების რეჟიმში მოსახლეობასთან და ვთავაზობთ, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გავიდეს ტერიტორიიდან და ჩადგეს პროცესი კალაპოტში“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი რაიმე გადაცდომა იყო რომელიმე მხრიდან, გენინსპექცია მასზე მოკვლევას დაიწყებს და იქნება სათანადო რეაგირება.

„სახლში არავის შევარდნიან. შევიდნენ უკანონოდ ფუნქციონირებად სახერხებში. უკანონოდ რომელიც ფუნქციონირებს, იქ განხორციელდება კანონის შესაბამისი მოქმედებები“, - აღნიშნა შსს-ს გენინსპექციის უფროსმა.

რაც შეეხება ადგილობრივებთან მოლაპარაკებას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა, გაიხსნას გზა და დამსვენებლებს ჰქონდეთ მიმოსვლის საშუალება.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბათუმში, სასტუმრო „ორბიდან“ ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
ბათუმში, სასტუმრო „ორბში“ ძლიერი დაკვამლიანება იყო. რამდენიმე წუთის წინ სასტუმროსთან სახანძრო სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.
აჭარელი ეკომიგრანტები წალკის მუნიციპალიტეტში ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ
წალკის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც
სასტუმრო „ველმონდში“ მონიტორინგი და დალუქვის პროცედურა მიმდინარეობს
ამ წუთებში სასტუმროს მონიტორინგი მიმდინარეობს, რათა შენობაში არავინ დარჩეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო
“საქართველოს ფოსტამ” ხაშურში, რუსთაველის ქ. №1-ში განახლებული სერვის ცენტრი გახსნა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შპს “საქართველოს ფოსტამ” ხაშურში, რუსთაველის ქ. №1-ში განახლებული სერვის ცენტრი გახსნა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას
მლეთასთან სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული
სოფელ მლეთასთან, რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული.
როგორც აღნიშნულთან
გიორგი ხანიშვილი - გაიზარდა იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლა დაიწყეს, რომ ფაროსანამ მოსავალი არ გაუნადგუროს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ოზურგეთის სხვადასხვა სოფლებში იმყოფებოდა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო, რომელიც
ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. როგორც საგანგებო
18-19 აგვისტოს ბათუმში სამეწარმეო მარკეტი გაიმართება
18-19 აგვისტოს, 15:00 საათიდან 23:00 საათამდე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით,
თორნიკე რიჟვაძე - ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად მზარდია
ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად მზარდია, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ისრაელის
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა სრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის