არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარკვეული მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
14:35 10-08-2018
ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარკვეული მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ 9 აგვისტოდან, საქართველოს რამდენიმე რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა, თუშეთისა და ყაზბეგის მიმართულებით კი მოძრაობა რამდენიმე საათით ჩაიკეტა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სტიქიის მომენტიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24 - საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას.

ამ ეტაპზე, კოკისპირული წვიმის გამო, გადაადგილება შეფერხებულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე, სადაც სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

„გზაზე გამონატანებია, ხაშური-ახალციხე ვალეს გზაზე და გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.

სენაკი - ნოქალაქევი -ბანძა -ხონი საავტომობილო გზის მე-5, მე-7 და მე-15 კილომეტრებზე, ძლიერი წვიმის გამო, მოვარდნილი წყლის ნაკადი გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერი წვიმის შედეგად ჩამშლილი მთის მასის გამო, გზა 2 საათით ჩაიკეტა შიდასახელმწიფოებრივი მნიშნელობის საგლოლო-ჭიორა-ღები საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე. ამ დროისთვის, მოძრაობა გახსნილია.

მცირე გამონატანები იყო რიკოთის გვირაბის შემოსასვლელ გზაზე, გზა გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია.

ასევე მცირე ზომის, გამონატანებია ბორჯომი-ბაკურიანის მონაკვეთზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ყაზბეგისა და თუშეთის მიმართულებებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტრისთვის, ხოლო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფრასტრქუტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით გადაადგილებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული საცობები და მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბელორუსის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი რუსთავის მერს და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდა
ბელორუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვი რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუასა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბეგაძეს შეხვდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო
– პროექტის ''I see you-summer town” ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო.
საზაფხულო ბანაკში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ტაქსებით მომსახურებაზე დაინტერესებულ პირებს იწვევენ
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ტაქსებით მომსახურებაზე დაინტერესებულ პირებს იწვევს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“
ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები პარლამენტის დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის მერმა
ქუთაისის მერიამ კომპანია „ალმა რუსი“ დააჯარიმა
ქუთაისის მერიამ კომპანია „ალმა რუსი“ დააჯარიმა. კომპანია ქუთაისში, მდინარე რიონზე არსებული ისტორიული თეთრი ხიდის რეაბილიტაციას აწარმოებს.
ატენის ხეობაში სასწავლო ბანაკი „გზამკვლევი“ გაიხსნა
ატენის ხეობაში სასწავლო ბანაკი „გზამკვლევი“ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ბაკურიანში ველორბოლა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით
გარდაბანში, სოფელ კრწანისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციების დროულად გაცემას მოითხოვს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, 22 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციებისდროულად გაცემას მოითხოვს.
თელავში საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში - Telavi Open 2018 დაიწყო
თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში დღეს საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში - თავისუფალი პირამიდა - Telavi Open 2018 დაიწყო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 2018-2025 წლების სტრატეგია ექნება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.