არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
რუსთავის მერიასა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
18:43 10-08-2018
რუსთავის მერიასა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა რუსთავის მერიასა და „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ მოაწერეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის მერიიდან აცნობეს, ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. მათივე ითფორმაციით, ხელშეკრულების მიზანს, ქვეყანაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით, ერთობლივი საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს.

თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისაკენ მიმართული ერთობლივი პროგრამების, პროექტების შემუშავება და განხორციელება, მათი შემდგომი ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი, რუსთავის სასპორტო კლუბების, გაერთიანებების მწვრთნელთა, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ხელს შეუწყობს მათთვის ლექცია-სემინარების, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას, ერთობლივ პროექტებში მონაწილე სუბიექტების/სექციების მწვრთნელებს დაეხმარება საწვრთნელი პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულ და დეტალურ შესწავლაში.

„საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფიზიკური მდგომარეობის შესწავლას, კონტროლს და მათ შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს.

სასწავლო დაწესებულება მონიტორინგს გაუწევს ერთობლივი პროექტების მონაწილეთა ფსიქოლოგიურ მომზადებასა და სპორტული კვების პროცესის დაგეგმვას, უნივერსიტეტის ბაზებზე ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებისთვის, უზრუნველყოფს მის მართვაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებასაც.
თავის მხრივ, რუსთავის მერია, უზრუნველყოფს ერთობლივ პროგრამებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზაციულ ხელშეწყობას, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული მეცადინეობების საკითხებს, შესაძლებლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმებასა და რუსთავის სპორტულ კლუბებში სტაჟირებას, მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ სპორტულ-სამეცნიერო კვლევებში.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბათუმში, სასტუმრო „ორბიდან“ ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
ბათუმში, სასტუმრო „ორბში“ ძლიერი დაკვამლიანება იყო. რამდენიმე წუთის წინ სასტუმროსთან სახანძრო სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.
აჭარელი ეკომიგრანტები წალკის მუნიციპალიტეტში ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ
წალკის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც
სასტუმრო „ველმონდში“ მონიტორინგი და დალუქვის პროცედურა მიმდინარეობს
ამ წუთებში სასტუმროს მონიტორინგი მიმდინარეობს, რათა შენობაში არავინ დარჩეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო
“საქართველოს ფოსტამ” ხაშურში, რუსთაველის ქ. №1-ში განახლებული სერვის ცენტრი გახსნა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შპს “საქართველოს ფოსტამ” ხაშურში, რუსთაველის ქ. №1-ში განახლებული სერვის ცენტრი გახსნა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას
მლეთასთან სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული
სოფელ მლეთასთან, რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული.
როგორც აღნიშნულთან
გიორგი ხანიშვილი - გაიზარდა იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლა დაიწყეს, რომ ფაროსანამ მოსავალი არ გაუნადგუროს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ოზურგეთის სხვადასხვა სოფლებში იმყოფებოდა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო, რომელიც
ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. როგორც საგანგებო
18-19 აგვისტოს ბათუმში სამეწარმეო მარკეტი გაიმართება
18-19 აგვისტოს, 15:00 საათიდან 23:00 საათამდე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით,
თორნიკე რიჟვაძე - ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად მზარდია
ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად მზარდია, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ისრაელის
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა სრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის