არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.9944
RUB
100 RUB
3.9406
24-04-2018
პროკურატურის მუშაკთათვის საკვალიფიკაციო გამოცდები დაინიშნა
19:25 12-02-2010
საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა, რომელიც მიმდინარე წლის 6 მარტს ჩატარდება. 
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საკვალიფიკაციო გამოცდის  ჩაბარების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სამართალწარმოების ენას.
გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 15 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება ტესტური მეთოდით. გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლება 6 საათი. გამოცდის მსვლელობისას  გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც ტესტირებაში 85 ან მეტ ქულას დააგროვებს, ჩაითვლება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებულად.  პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის ტესტები გამოქვეყნდება გამოცდის ჩატარებამდე 10 დღით ადრე, საკანონმდებლო მაცნეში.

მასალის გამოყენების პირობები