არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
ადვოკატთა ასოციაცია პროკურორების უკანონოდ დათხოვნაზე საუბრობს
18:37 08-01-2014
ადვოკატთა ასოციაცია პროკურორების უკანონოდ დათხოვნაზე საუბრობს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, პროკურორები უკანონოდ დაითხოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული არასამართლებრივი მოვლენების გამო. რამდენიმე დღის წინ, პროკურატურიდან უკანონოდ დათხოვნილმა პროკურორებმა გაავრცელეს განცხადება მათზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე, რაც გამოიხატა იძულების წესით დაეწერათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. პროკურორების ინფორმაციით, იმ პროკურორებმა, ვინც არ დაწერეს განცხადება, იბარებდნენ პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში და ატერორებდნენ.
სამოქალაქო საზოგადოება დამეთანხმება, ასეთ ამაზრზენ ფაქტს არ ჰქონია ადგილი საქართველოს უახლეს ისტორიაში. როდესაც ამდენი პროკურორი საუბრობს მათ მიმართ განხორციელებულ დევნაზე. ასევე, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დევნა განხორციელდა იმ პროკურორების მიმართ, რომლებიც პროკურატურაში დაინიშნენ სააკაშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ და ვისი იმიდიც გვქონდა სამოქალაქო საზოგადოებას. როდესაც ღარიბაშვილმა პროკურატურაში ფარცხალაძის მეშვეობით დაიწყო იმ პროკურორების დატერორება, რომლებიც არჩევნების შემდეგ თვითონ მიიყვანეს და აბრუნებენ ადეიშვილის კადრებს, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ნათელია საით მიჰყავთ სახელმწიფო ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტს.
ივანიშვილის გუნდი სამოქალაქო საზოგადოებას წიანასაარჩევნოდ დაგვპირდა სამართლიან სასამართლოს, რომლის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ პროკურატურის რეფორმით. არჩევნების შემდეგ დანიშნულმა მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა მოიყვანა ახალი კადრები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა კბილაშვილს არ მისცეს საქმის ბოლომდე მიყვანის უფლება და თვითონ კბილაშვილიც, რომლის წესიერებაში არავის გვეპარებოდა ეჭვი, არ აღმოჩნდა პრინციპული პროკურორი.
ივანიშვილ-ღარიბაშვილის საახალწლო საჩუქარმა, მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის თაობაზე, რომლის წინააღმდეგ არსებობდა განაჩენი ყაჩაღობის ჩადენის ფაქტის გამო, შოკში ჩააგდო სამოქალაქო საზოგადოება. ნებისმიერ სახელმწიფოში დადგებოდა პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი დინჯად ზის და არსად წასვლას არ აპირებს. ვინაიდან იცის, რომ სამოქალაქო სექტორში გადასული კაცი მას ყველა პრობლემას მოუგვარებს. პრემიერმა ღარიბაშვილმა სამარცხვინოდ მოიტყუა ტელეკომპანია "რუსთავი"-2 ის ჟურნალისტ ნინო შუბლაძესთან ინტერვიუს დროს - "მე არ ვიცოდი რომ ფარცხალაძე ნასამართლევი იყოვო". ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც უპრობლემოდ შეეძლო მიეღო სამოქალაქო რეესტრის ამონაწერი ოთარ ფარცხალაძის საგმირო საქმეების თაობაზე, აშკარად ტყუის. ასევე, ღარიბაშვილთან დაახლოებული პერსონა ალეკო ტაბატაძესთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი ოთარ ფარცხალაძის საგმირო საქმეების თაობაზე, ვინაიდან იგი, როდესაც იყო საბურთალოზე პოლიციის უფროსი, ფარცხალაძე მსახურობდა მის დაქვემდებარებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს-ს გენინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის
თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
შსს-მ თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზეც არის საუბარი
ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილ ვითარებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ მოხსენებაში
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ წინასწარი პატიმრობისას ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ყველას ვთხოვ, ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს
ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ
ზაზა სარალიძე - სამწუხაროა, რომ ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა
სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული