არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
იური ლუცენკო ქართველ მოსამართლეს - თქვენ უფრო გეშინიათ ვანოსი, ვიდრე ვანოს თქვენი
08:42 15-07-2014
იური ლუცენკო ქართველ მოსამართლეს - თქვენ უფრო გეშინიათ ვანოსი, ვიდრე ვანოს თქვენი მეჩვენება, რომ მოსამართლეს ვანო მერაბიშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ვანოს მოსამართლის გადაწყვეტილების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში მყოფმა უკრაინის ყოფილმა შს მინისტრმა იური ლუცენკომ განუცხადა, რომელიც ვანო მერაბიშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა.
პროცესიდან გამოსულმა ლუცენკომ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო მისი უახლოესი მეგობარი მაშინ, როდესაც ის იყო უკრაინის შს მინისტრი. ლუცენკოს განცხადებით, ამ პოსტზე ოთხი წელი იმუშავა და მას ძალიან ხშირად ჰქონდა კონტაქტი ვანო მერაბიშვილთან.
"მისი გამოცდილება რეფორმების კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით რეფორმების გატარება უკრაინაში. ჩვენ არა მხოლოდ საქმე გვაკავშირებდა, არამედ მეგობრული ურთიერთობაც. დღეს აქ ვარ ორი მიზეზის გამო, მე მინდა მხარი დავუჭირო ჩემს კოლეგას, რეფორმატორს, არაკორუფციული ქართული პოლიციის შექმნელს, ასევე ჩემს მეგობარს ვანოს", - განაცხადა ლუცენკომ.
მისი თქმით, ის აქ არის, რადგან თვლის, რომ ვანო მერაბიშვილი ქართველ ხალხს სჭირდება თავისუფლებაზე მყოფი, შემდგომ განმათავისუფლებელ ბრძოლებში. "აქ ვარ, რომ ვაჩვენო ციხე დროებითი მოვლენაა. მე ვიყავი ციხეში ორწელიწადნახევარი. ციხე პატიოსანი პოლიტიკოსისთვის დროებითი მოვლენაა. მე ვხედავ, როგორ მტკიცედ დგას ვანო, როგორ უჭერენ მხარს მეგობრები, ხალხი. როდესაც გამოვედი ციხიდან, ვთქვი, ნახევარ წელში იქნება რევოლუცია და ეს მოხდა უკრაინაში ცოტა ადრეც, 5 თვეში. საქართველოში იქნება ასე, ვანო გამოვა მაშინ, როდესაც ქვეყანა მზად იქნება ცვლილებისთვის, როდესაც ქართველები აღარ იქნებიან ჩუმად თავის მინისტრთან მიმართებაში, რომელიც ხალხისა და ქვეყნისთვის მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ქართველები დუმილს შეწყვეტენ, ვანო გამოვა ციხიდან და ნახევარ წელში შეიცვლება მთავრობა", - განაცხადა ლუცენკომ.
მან ისაუბრა მის მიერ სასამართლო დარბაზში გაკეთებულ რეპლიკაზეც.
"მე მეჩვენება ამ მოსამართლეს ვანო მერაბიშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ვანოს მოსამართლის გადაწყვეტილების. ამაში იყო ჩემი რეპლიკის აზრი. მოსამართლეს უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრება მანტიის ქვეშ არ მთავრდება, ადრე თუ გვიან მანტიას გაიხდის და მას მერე ან სინდისი შეაწუხებს ან კანონი ან ორივე ერთად", - განაცხადა ლუცენკომ.
ლუცენკომ დარბაზიდან გასვლისას მოსამართლეს რეპლიკით მიმართა - "თქვენ უფრო გეშინიათ, ვიდრე ვანოს" და აქვე აღნიშნა, რომ მისი პატიმრობის გადაწყვეტილების მიმღებმა მოსამართლემ 4-წლიანი სასჯელი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ადვოკატი - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გიორგი ჭანტურიას ალიბი აქვს
ადვოკატის მტკიცებით, რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ დირექტორის, სამსონ ქუთათელაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში
ადვოკატი - საქმის მასალებში საუბარია პირებზე, რომლებიც გარკვეულ დაპირისპირებაში იყვნენ სამსონ ქუთათელაძესთან, გიორგი ჭანტურიას მიმართ რატომ გაჩნდა ეჭვები, პასუხები არ გვაქვს
საქმის მასალებში საუბარია სხვადასხვა პირებზე, რომლებიც გარკვეულ დაპირისპირებაში იყვნენ სამსონ ქუთათელაძესთან და გიორგი ჭანტურიას
შსს-მ გორში, საბავშვო-ბაღში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული
გიორგი ჭანტურიას და - ჩემს ძმაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა ეღიარებინა
გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას განცხადებით, მის ძმაზე
ვანო მერაბიშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას დღეს გაათავისუფლებენ
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულ გიორგი ჭანტურიას,
მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს
მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს. ამის შესახებ „როსბალტი“ წერს.
აჭარაში სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს.
ექიმების ინფორმაციით, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური
შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.