არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ბაჩო ახალაია - ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა
13:16 15-07-2014
ბაჩო ახალაია - ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა, - ამის შესახებ, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა და განმარტა, რომ ტელეფონი და სხვა პრივილეგიები, რასაც ბრალდება მას ედავება, არა მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს, არამედ სხვა პატიმრებსაც გააჩნდათ, რადგან მაშინ კანონი ამას არ კრძალავდა.
"მაშინ ტელეფონი არ იყო აკრძალული და მე დავაწესე ეს აკრძალვა", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ #10 დაწესებულების ყოფილი და #9 დაწესებულების მოქმედი თანამშრომლის, რამაზ ჭოხონელიძის დაკითხვისას, რომელიც პროკურატურის მოწმეა.
"ირაკლი ბათიაშვილს შენს ციხეში სკამზე ასულს მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო დაულევია", - მიმართა ახალაიამ მოწმეს.
ბათიაშვილის შესახებ, იგივე განაცხადა გუშინ დაკითხულმა მოწმემ – მიხეილ ბიბილურიძემ, რომელიც გირგვლიანის საქმეზეა გასამართლებული და სასჯელს სწორედ #10 დაწესებულებაში იხდიდა.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელიც მოიცავს გირგვლიანის მკველობისთვის მსჯავრდებულების მიმართ ციხეში პრივილეგირებულად ყოფნის ეპიზოდს, დღეს ციხის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხებიან. ჭოხონელიძის გარდა, კიდევ 6 პირის დაკითხვაა დაგეგმილი. აღნიშნულ ეპიზოდში ბაჩო ახალაიაა ბრალდებული.
ბრალდების მასალების მიხედვით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები სწორედ ახალაიას დავალებით იმყოფებოდნენ, რომელიც იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. ამ ეპიზოდზე, სასამართლოში, სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში იგეგმება #10 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, თემურ ტაბაღუას დაკითხვაც, რომელიც ამჟამად სასულიერო პირია.











მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის
გოჩა ლორთქიფანიძე - რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა
რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციას არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა,
ქეთევან ციხელაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დარღვეულია
ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლია
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი - მოვუწოდებთ პროკურატურას, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტები შეისწავლოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 19 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება,
ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა
რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა
სოფიო კილაძე - სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,
ზაზა სარალიძე - პროკურატურა ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ წინააღმდეგობას ვუწევ
პროკურატურა პირდაპირ ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე