არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა
12:08 17-07-2014
ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა ორი დღის წინ ირაკლი ბათიაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ბაჩო ახალაიას გარეთ ჰყავს ადამიანები, ვისზეც უნდა ინერვიულოს, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაჩო ახალაიას ავდოკატმა გოგა ონიანმა განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია რას გულისხმობდა ირაკლი ბათიაშვილი ამ განცხადებაში.
"დაახლოებით ორი დღის წინ დამირეკა ირაკლი ბათიაშვილმა და მითხრა, რომ ბაჩო ახალაიას გარეთ ჰყავს ადამიანები, ვისზეც უნდა ინერვიულოს და მე მათ ვნახავო. არ ვიცი ვის გულისხმობდა მეუღლეს, თუ ორი წლის შვილს, ეს ადამიანები არიან გარეთ, ვიზეც შეიძლება ბაჩო ახალაიამ ინერვიულოს. ბათიაშვილმა იმიტომ დამირეკა, რომ ბაჩომ გააკეთა განცხადება, ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადრეგრძელოს სკამზე ასული სვამდაო", - განაცხადა ონიანმა.
აღნიშნულ ფაქტს დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაია გამოეხმაურა, რის შემდეგაც პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ახალაია დარწმუნებულია, რომ ზეწოლის მორიგ ფაქტს გამოძიება არ მოჰყვება.
"ეს არ არის პირველი და უკანასკნელი. გამოძიება ამ ქვეყანაში არ არსებობს. ნებისმიერი მუქარა ასეთი ჭიანჭველების მხრიდან იქნება მხოლოდ მუქარა და ამის იქით ვერ წავლენ. ეს ქვეყანა არ არის 90-იანი წლების რუსეთი და არ არის ისეთი როგორც ივანიშვილის 90-იანი წლების აზროვნებაა. ეს მოწმეები, რომლებიც დაჰყავთ ეს ხალხი არიან პოლიტიკაში. ეს არის პოლიტიკურად ჩასარეცხი ხალხი. ეს არის ის ხალხი, ვინც 90-იანი წლებიდან ჩვენ დარიგებას და დამოძღვრას ცდილობს. იყვნენ კანონიერი ქურდები, ეს ყველამ იცოდა, თუმცა სანამ კანონი არ შემოვიღეთ ამის წინააღმდეგ არავინ არაფერი გააკეთა. კანონი უნდა მივიღოთ პოლიტიკური მაფიოზების შესახებ, რომლებიც საქართველოში დღეს მრავლად არიან. ამ კანონის ქვეშ ბიძინა ივანიშვილი თავისუფლად მოექცევა", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის
გოჩა ლორთქიფანიძე - რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა
რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციას არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა,
ქეთევან ციხელაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დარღვეულია
ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლია
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი - მოვუწოდებთ პროკურატურას, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტები შეისწავლოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 19 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება,
ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა
რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა
სოფიო კილაძე - სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,
ზაზა სარალიძე - პროკურატურა ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ წინააღმდეგობას ვუწევ
პროკურატურა პირდაპირ ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე