არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
Wall Street Journal-ი და New York Times-ი სუს-ის მიერ ISIS-სთან სავარაუდო კავშირისთვის 4 პირის დაკავებაზე სტატიას აქვეყნებენ
18:52 01-12-2015
Wall Street Journal-ი და New York Times-ი სუს-ის მიერ ISIS-სთან სავარაუდო კავშირისთვის 4 პირის დაკავებაზე სტატიას აქვეყნებენ საქართველოში "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო ოთხი პირის დაკავება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. "New York Times"-ი აქვეყნებს "ესოშიეითედ პრესის" მომზადებულ მასალას, სადაც მოყვანილია სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადება დაკავების დეტალების შესახებ.
ლევან იზორიას თქმით, მათ 11 საცხოვრებელი სახლი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს. ამოღებულია ისლამური სახელმწიფოს დროშა, საბრძოლო მასალა და DVD დისკები. იზორიას თქმით, გამოძიება გრძელდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები გურიის რეგიონიდან არიან, სადაც ბევრი მუსლიმი ცხოვრობს. გამოცემა ასევე წერს, რომ აქამდე დაკავებების უმეტესობა უკავშირდებოდა პანკისის ხეობას, სადაც ეთნიკური ჩეჩნები ცხოვრობენ.
Wall Street Journal-მა კი საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ატვირთა. გამოცემა აღნიშნავს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს-ს გენინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის
თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
შსს-მ თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზეც არის საუბარი
ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილ ვითარებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ მოხსენებაში
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ წინასწარი პატიმრობისას ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ყველას ვთხოვ, ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს
ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ
ზაზა სარალიძე - სამწუხაროა, რომ ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა
სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული