არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6794
EUR
1 EUR
3.1462
RUB
100 RUB
4.5141
11-12-2017
მამუკა ახვლედიანი - არსებობს სახიფათო ტენდენცია, როდესაც მოსამართლეები პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან
21:43 04-01-2016
მამუკა ახვლედიანი - არსებობს სახიფათო ტენდენცია, როდესაც მოსამართლეები პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, არსებობს სახიფათო ტენდენცია, როდესაც მოსამართლეები პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან. ამის შესახებ მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - გაიზიარეს თუ არა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა მისი პოზიცია.
როგორც საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, ამ შეხვედრიდან დადასტურდა, რომ მოსამართლეებისგან განსხვავებული პოზიციის მოსმენა ნაკლებად არის შესაძლებელი.
"მე სხვა კოლეგების აზრი ვიცი და სწორედ ეს არის საშიში ტენდენცია, რომ უმეტესობა შეიძლება არსებობდეს ერთ აზრზე ან შეიძლება იყოს ჩუმად. სახიფათო ტენდენციაა, რომ მოსამართლეები პირად საუბარში საუბრობენ რაღაც საკითხებზე და ერიდებიან თუნდაც თავიანთ კოლეგებთან საჯარო წესით პოზიციის დაფიქსირებას.
ზეწოლას ვერ ვიტყვი, თუმცა დიდი ნაწილი ერიდება ზოგადად საუბარს პრობლემატიკაზე, მით უმეტეს დანიშვნის წესზე, როცა მოსამართლეთა 80 პროცენტს 2017 წელს ეწურება ვადები. შესაბამისად, ამ საბჭოსთან მოუწევს მათ დანიშვნები და მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ აზრს ნაკლებად ველოდები", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს წევრებმა სრულიად სხვა კუთხით წაიყვანეს შეხვედრა და კითხვები არა თუ პრობლემებზე, არამედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების აუცილებლობით დაინტერესდნენ. "აბსოლუტურად სხვა კუთხით წაიყვანეს იუსტიციის საბჭოს წევრებმა საკითხი და სხვა დეტალიზაციაზე მოახდინეს ყურადღების გამახვილება – ამ დროს უნდა გაკეთებულიყო თუ არა განცხადება, რა ფორმით უნდა გაკეთებულიყო განცხადება და რატომ აქამდე არ ვსაუბრობდი ამ თემებზე. ძირითადი აქცენტი ამ საკითხებზე იყო და არა იმ თემებზე, რაზეც მე ვსაუბრობდი. გამიკვირდა საბჭოს ყველა წევრი ასე შეხმატკბილებულად, ერთი და იგივე მომზადებული სცენარით საუბრობდა ერთსა და იმავე საკითხებზე სხვადასხვა კონტექსტში. ეს ყველაფერი წინასწარ განაწილებულ როლებს ჰგავს, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ალბათ მართალი ვიყავი, როდესაც ასეთ განცხადებებს ვაკეთებდი", - განაცხადა ახვლედიანმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, პროცესი იქითკენ მიდიოდეს, რომ ახვლედიანმა ვადაზე ადრე დატოვოს თანამდებობა, მან განაცხადა, რომ ამის "გარკვეული ნიშნები არსებობს". "შესაძლოა გარკვეული ნიშნები ამისაც იყო. რაღაც მენეჯმენტის კუთხით პრობლემებს ხედავენ. თურმე ხშირად ვარ მივლინებაში. მე პირიქით ვურჩევდი, რომ ბევრი მოსამართლე იყოს მივლინებაში, ბევრს ისწავლიან", – აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი გახარია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერგნეთის საგუშაგოს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პირველ მოადგილე კახაბერ საბანაძესთან და მოადგილე მერაბ მალანიასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
დავით ასათიანი - ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და მეორე ადგილას გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ
ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და არჩევნებში მეორე ადგილას გასულ კანდიდატს ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ, - აღნიშნული განცხადება ადვოკატთა ასოციაციის
შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“ ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი პირი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“ ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი პირი გამოავლინა.
დავით ლანჩავა - ზაზა ხატიაშვილი არის გამყალბებელი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგებს სამართლებრივი გზით გააპროტესტებენ. როგორც დავით ლანჩავამ
რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ლურჯი ავტობუსი და სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელშიც მუნიციპალური ავტობუსი და 3 მსუბუქი ავტომობილის ფიგურირებდა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ჯანაშიამ
შს სამინისტრო ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს-ის ინფორმაციით, ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ--ის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
ბათუმში, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა საქართველოს 2 და უზბეკეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს
ვაკეში კაფე ”ანტრე” გაქურდეს
ვაკეში კაფე ”ანტრე” გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ფული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.