არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6794
EUR
1 EUR
3.1462
RUB
100 RUB
4.5141
11-12-2017
ირაკლი კოპლატაძე – საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქეთის არც ერთი ოფიციალური უწყებიდან არ მიგვიღია
17:46 08-01-2016
ირაკლი კოპლატაძე – საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქეთის არც ერთი ოფიციალური უწყებიდან არ მიგვიღია თურქეთში საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობებს ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ტილოს სტამბულში კონტრაბანდული გზით შეტანის ბრალდებით ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განუცხადა.
"ამ მომენტისთვის თურქეთის არც ერთ ოფიციალურ წყაროს არ მოუმართავს ჩვენთვის იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა დაკავებული ან ეჭვმიტანილი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები", - განაცხადა ელჩმა.
მისივე განმარტებით, როგორც წესი, როდესაც რაიმე დანაშაულის ხდება და არიან ეჭვმიტანილები ან დაკავებულები, თურქეთის შესაბამისი ორგანოები, მიმართავს საქართველოს წარმომადგენლობებს.
"როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ პოლიცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, მიმართავს საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს სტამბოლში, ასევე ჩვენ გვყავს პოლიტიის ატაშატი სტამბოლში, იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულია ჩვენი მოქალაქე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჯერჯერობით არც ერთი უწყებიდან მსგავსი შეტყობინება არ მიგვიღია",- განმარტა ელჩმა.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან.
თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენები ქართველები არიან, თუმცა თურქული მედია ამის თაობაზე არ წერს.

იხილეთ ვიდეო: თურქეთში საქართველოს ელჩის პირველი კომენტარი საქართველოდან გატანილ 14-მილიონიან ნახატზე
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი გახარია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერგნეთის საგუშაგოს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პირველ მოადგილე კახაბერ საბანაძესთან და მოადგილე მერაბ მალანიასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
დავით ასათიანი - ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და მეორე ადგილას გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ
ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და არჩევნებში მეორე ადგილას გასულ კანდიდატს ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ, - აღნიშნული განცხადება ადვოკატთა ასოციაციის
შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“ ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი პირი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“ ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი პირი გამოავლინა.
დავით ლანჩავა - ზაზა ხატიაშვილი არის გამყალბებელი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგებს სამართლებრივი გზით გააპროტესტებენ. როგორც დავით ლანჩავამ
რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ლურჯი ავტობუსი და სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელშიც მუნიციპალური ავტობუსი და 3 მსუბუქი ავტომობილის ფიგურირებდა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ჯანაშიამ
შს სამინისტრო ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს-ის ინფორმაციით, ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ--ის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
ბათუმში, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა საქართველოს 2 და უზბეკეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს
ვაკეში კაფე ”ანტრე” გაქურდეს
ვაკეში კაფე ”ანტრე” გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ფული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.