
როგორც '"ინტერპრესნიუსს"' შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების, ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება.
"ამ დროისთვის, შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებულია ეთნიკურად თურქი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. თურქეთში შს სამინისტროს ატაშეს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება", - აცხადებენ შსს-ში.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან.
თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენები ქართველები არიან, თუმცა თურქული მედია ამის თაობაზე არ წერს.