არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
ადვოკატი - ანასტასია ზაუტაშვილი პროკურატურას სამ მოთხოვნას უყენებს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, შიმშილობით იმუქრება
12:13 09-01-2016
ადვოკატი - ანასტასია ზაუტაშვილი პროკურატურას სამ მოთხოვნას უყენებს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, შიმშილობით იმუქრება ე.წ.კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი პროკურატურას სამ მოთხოვნას უყენებს და ერთკვირიან ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, უვადო შიმშილობის დაწყებით იმუქრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზაუტაშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირველი მოთხოვნაა, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პასუხისგებაში მიეცეს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, რაც ადვოკატის განმარტებით, იმაში გამოიხატება, რომ ელისაშვილი ამ დრომდე არ ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვისგან ზეწოლაზეც საუბრობს.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, მირიან ნიკოლაძის თქმით, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს ელისაშვილის წინააღმდეგ, მისგან მთავარი პროკურორის მოადგილეზე, გიორგი გოგაძეზე ზეგავლენის მოხდენის მოტივით.

"ელისაშვილი ამბობს, რომ შეხვდა მთავარი პროკურორის მოადგილეს და სთხოვა საქმეების ჩაწყობა. ეს იგივე დანაშაულია, რაზეც იგი საუბრობს პოლიტიკოსების მხრიდან", - განაცხადა ადვოკატმა.

მესამე მოთხოვნა კი, რაც ანასტასია ზაუტაშვილს გააჩნია არის ის, რომ პროკურატურამ დადოს შედეგები 4 განცხადებაზე, რომლითაც მსჯავრდებულმა პროკურატურას მიმართა და მის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება მოითხოვა.

"აღნიშნული მოთხოვნებით, განცხადებას მთავარ პროკურატურაში ორშაბათს შევიტან. თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ერთკვირიან ვადაში, ანასტასია ზაუტაშვილი უვადო შიმშილობას დაიწყებს", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს-ს გენინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის
თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
შსს-მ თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზეც არის საუბარი
ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილ ვითარებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ მოხსენებაში
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ წინასწარი პატიმრობისას ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ყველას ვთხოვ, ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს
ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ
ზაზა სარალიძე - სამწუხაროა, რომ ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა
სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული