არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
20:36 12-01-2016
ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნივთის საზღვარზე უკანონოდ გადატანას გულისხმობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით მოკვლევა აწარმოა, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიკითხნენ ეკა აბაშიძე, მალხაზ მახარაძე და ზაჰირ ჰუსეინოვი. ეკა აბაშივე არის პირი, რომელიც აცხადებს, რომ ვან დეიკის ნახატი მან მიჰყიდა მახარაძესა და ჰუსეინოვს, რომლებმაც სურათი თურქეთში გადაიტანეს, თუმცა თანხა სრულად არ გადაუხდიათ. კერძოდ, საუბარია ნახატის 37 ათას დოლარად გაყიდვაზე.

ეკა აბაშიძის ინფორმაციით, მან მხოლოდ 7 ათასი დოლარი მიიღო. 30 ათასი დოლარი კი ჰუსეინოვსა და მახარაძეს ამ დრომდე არ გადაუხდიათ.

მახარაძე და ჰუსეინოვი ადასტურებენ სურათის თურქეთში გადატანას, თუმცა როგორც მათ დღეს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის შემდეგ განაცხადეს, საბუთები წესრიგში იყო და არსებობდა კულტურის სამინისტროს ნებართვა, სურათის საზღვარს მიღმა გადატანის თაობაზე. მათივე განცხადებით, არსებობს ოფიციალურად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით, თურქეთში ორი პირი დააკავეს, მათ ედავებიან ნახატის საზღვარზე კონტრაბანდული გზით გადატანას.
თურქული მედიის ცნობით, აღნიშნული ნახატის ღირებულება 14 მილიონს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება. უწყების ინფორმაციით, ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებული პირები თურქეთის მოქალაქეები არიან, ხოლო როგორც დაკავებული პირების, ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სასამართლო ხვალ გადაწყვეტს, გაუგრძელებს თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქს კიდევ 3 თვით პატიმრობას
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ხვალ წინასაექსტრადაციო პატიმრობის 3 თვიანი ვადა ეწურება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩაბუქის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ მიიღებს
ავტობანზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სასჯელაღსულების დეპარტამენტის ავტომანქანა შეეჯახა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომანქანა შეეჯახა.
შემოსავლების სამსახურის მიერ ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 970 ფაქტი გამოვლინდა
14 - 20 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით
მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიასთან ფსიქოლოგები მუშაობენ
უზნაძის ქუჩაზე მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"