არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4579
EUR
1 EUR
2.8357
RUB
100 RUB
3.8519
22-06-2018
ირაკლი შოთაძე მზადაა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კითხვებს პასუხი გასცეს, თუ ის პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავს
12:33 13-01-2016
ირაკლი შოთაძე მზადაა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კითხვებს პასუხი გასცეს, თუ ის პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავს ჩვენ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთანაც ვითანამშრომლოთ მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე ანგარიშვალდებულება არ გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
შოთაძემ უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს პროკურატურის მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები აქვს.
მთავარი პროკურორი ფიქრობს, რომ ეს არის უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა. ამასთან, ირაკლი შოთაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს პროკურატურისთვის შესაბამისი კითხვებით ოფიციალურად არ მიუმართავს.

"მე ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთანაც ვითანამშრომლოთ მიუხედავად იმისა, რომ  მის წინაშე ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. მას ჩვენთვის არ მოუმართავს ოფიციალურად შესაბამისი კითხვებით, თუმცა თუ მოგვმართავს მზად ვართ პასუხები გავცეთ”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარმა პროკურორმა ისაუბრა ერთ-ერთ, კერძოდ ე.წ. კასრების საქმეზეც და აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა.
"ამ საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი არის დამდგარი 11 ადამიანის მიმართ და ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვა სააპელაციო ინსტანციაში იმ პიროვნებების მიმართ, რომლებმაც ვიდეოკადრებზე ასახული საზარელი დანაშაული. შესაბამისად, ვინმეს თუ აინტერსებს როგორ მუშაობს და როგორ იმუშავა ამ საქმეზე პროკურატურამ, სააპელაციო სასამართლო სხდომები ღიაა, შეუძლია მობრძანდნენ, დაესწრონ ამ სხდომას და მხარი დაუჭირონ ბრალდების მხარეს", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

26 დეკემბერს, ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურას შეკითხვით მიმართა, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა სტადიაზეა სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება.

”მე მგონი უკვე მეხუთედ პირდაპირ ეთერში მინდა მოვკითხო საქართველოს პროკურატურას ის საქმეები, სადაც სისტემური დანაშაულებებია, სადაც წამება და ის კატასტროფაა ასახული, რაც ხდებოდა, ამ საქმეებზე რამდენი ადამიანი ჩასმული ციხეში, რამდენის მიმართ მიმდინარეობს ძიება და რამდენი ადამიანი არის სავარაუდოდ, ამ საქმეებში ეჭვმიტანილი? საქართველოს პროკურატურას მინდა მოვკითხო, ეს საქმეები, რომ მერე არ იყოს საუბარი იმაზე, რომ მე რამე არ მოვიკითხე. ამ დონის საქმეები რომ გაჩერებულია სამი წელი და მეტი, რომელი "მესიჯების საქმე" უნდა მომეკითხა? იმიტომ არ მოვიკითხე "მესიჯების საქმე", რომ გაუპატიურებების საქმეზე ღია ეთერში მეხუთედ ვკითხულობ, რა რეალობაა დამდგარი და პასუხს ვერ ვიღებ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი შოთაძე მზადაა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კითხვებს პასუხი გასცეს
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ირაკლი კოპალიანს ბოდიშს უხდის
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ირაკლი კოპალიანს დღეს გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ
პროკურორი - დღეს დაკითხული მოწმეების რაიმე სახის ბრალეულობა წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება
გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ დღეს დაკითხული მოწმეები რომელიმე კონკრეტული ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი პირები არიან, - ამის შესახებ
თენგიზ კალანდიას ადვოკატი - მოწმეებმა თქვეს, რომ მანქანით კალანდიას გადაყვანისას, მათ ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ
მოწმეებმა თქვეს, რომ კალანდიას გადაყვანისას, მათ ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების
სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა საქმის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა საქმის განხილვა მიმდინარეობს.
შსს-მ იანვარ-მაისში 2555 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რომელიც ტექდათვალიერების გავლასთან დაკავშირებულ დარღვევას უკავშირდებოდა
შსს-მ 2018 წლის იანვარ-მაისში 2555 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რომელიც გულისხმობდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას ან სამართავად სხვა პირისთვის გადაცემას,
გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
დის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში, დის დაჭრაში ბრალდებულ ლ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რაიონულ
შსს-მ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
შსს-მ 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 100 გრამი „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“,
ადვოკატი - დიპლომატების ინტერესი იყო, რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე
დიპლომატების ინტერესი იყო, თუ რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საქმეზე,