არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4826
EUR
1 EUR
2.9305
RUB
100 RUB
4.3371
17-10-2017
ალეკო ელისაშვილი – შოთაძეს წყაროს დასახელებით სიამოვნებას არ მივანიჭებ, რადგან ეს ადამიანი შეიძლება დაიბარონ და "დააკაჩაონ"
17:44 13-01-2016
ალეკო ელისაშვილი – შოთაძეს წყაროს დასახელებით სიამოვნებას არ მივანიჭებ, რადგან ეს ადამიანი შეიძლება დაიბარონ და "დააკაჩაონ" შოთაძეს წყაროს დასახელებით სიამოვნებას ვერ მივანიჭებ, რადგან, შესაძლოა, შემდეგ ეს ადამიანი დაიბარონ და "დააკაჩაონ," - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რომელიც მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ელისაშვილის თქმით, იგი პროკურატურასთან რეალურ თანამშრომლობას აღარ აპირებს და "ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მხრიდან კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე ინფორმაციის წყაროს მხოლოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში დაასახელებს".

აღნიშნულ კონტექსტში ელისაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პროკურატურასთან მხოლოდ ფორმალურად ექნება კონტაქტი საგამოძიებო უწყებასთან.
"წყაროს დავასახელებ მხოლოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში. მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს სესიაზე "თავისუფალი დემოკრატები" გეგმავს კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენოს. შოთაძეს, რომელიც კეზერაშვილის დროინდელი საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანია და მისგან მხოლოდ ხალხის გატყავება და "დაკაჩავება" ისწავლა, ვერ მივანიჭებ სიამოვნებას წყაროს დასახელებით, რომ მერე ეს ადამიანიც დაიბარონ და ისიც დააკაჩაონ, როგორც მათ სჩვევიათ. წყარო თუ არ დავასახელე, ისე არ შეუძლია საგამოძიებო უწყებას საქმის გახსნა? თუმცა ჩაფარცხვის ორგანო ყველაფერს გააკეთებს რომ ბესელია და კობახიძე ამ ამბიდან გამოაძვრინოს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურაში ე.წ. შეწყალების საქმის ფარლებში ჩატარდა უპრეცედენტო საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც იგულისსმება ყოფილი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილისა და მისი მოადგილის, გიორგი გოგაძის დაკითხვა.

"მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოს და ბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც მისივე სიტყვებით, მას მიაწოდა კორუფციული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტულად იმის შესახებ, რომ დეპუტატებს ჰქონდათ შეწყალების საქმეში ქრთამი აღებული. მე ვისურვებდი, რომ მას რეალურად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და რეალურად დაესახელებინა ის პირი, რომელსაც მართლაც შეუძლია გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ", - განაცხადა დღეს ირაკლი შოთაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, მეტსახელად „ლავას ოღლიმ“ საქართველო დატოვა
ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, მეტსახელად „ლავას ოღლიმ“ საქართველო დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი,
საია - ცესკო-ს გადაწყვეტილება ანდრეი შევჩენკოსთან დაკავშირებით, სააგიტაციო ღონისძიებაში უკანონო მონაწილეობის დაკანონების რისკებს ქმნის
საია-ს შეფასებით, ცესკო-ს გადაწყვეტილება, უკრაინელ ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოსთან დაკავშირებით, სააგიტაციო ღონისძიებაში უკანონო
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი გ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ
თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებულების პროცესზე 20 - მდე პოლიციელი დაიკითხება
თბილისის მერიის შენობასთან, ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებული 6 პირის პროცესზე 20 - მდე პოლიციელი დაიკითხება.
”ადამიანის უფლებათა ცენტრი” - შსს-ს 2011 წლის 26 მაისის აქციაზე დაზარალებულის სასარგებლოდ 30 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა
”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კოტე იოსელიანი - სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და სხდომა არჩევნების შემდეგ დანიშნა
სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და სასამართლო პროცესი არჩევნების შემდეგ დანიშნა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის საპოლიციო ძალების გადამზადების სკოლის დირექტორი, ფინანსური გვარდიის დივიზიის
თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 27 ოქტომბრისთვის გადაიდო
თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 27 ოქტომბრისთვის გადაიდო.
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს