არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4638
EUR
1 EUR
3.0595
RUB
100 RUB
4.3690
20-02-2018
"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული
15:19 17-01-2016
"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება მის მეუღლეს, არსებული ინფორმაციით, ის მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა ეჭვმიტანილია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში, რის შემდეგაც ის მიმალვას ცდილობდა, მას შემდეგ კი, რაც გამოძიება მის კვალზე გავიდა, თავი მოიკლა. ასევე, არსებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე არსებული სახლი, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, სამართალდამცველებმა სავარაუდოდ პროკურორის მკვლელობის საქმეზე "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის სახლი გუშინ გაჩხრიკეს და დაკითხვაზე დაიბარეს მისი მეუღლე. სახლიდან წაღებულია კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათებიც.
"ამ დილით ვიყავი, ოჯახს არ აქვს ინფორმაცია. მივიდნენ ჩხრეკვაზე. ცოლიც სამმართველოში დაიბარეს. ბავშვი იყო და სიდედრი სახლში. არ იციან სად არის ის. კომპიუტერიც წაღებულია. თერთმეტი საათის შემდეგ არ იციან სად არის. ბიძინა არის მოდულშიო ასე ამბობენ", - აცხადებს "საქართველოს ხმის" დირექტორი მამუკა კუჭავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს.
არსებობს ინფორმაია, რომ ბიძინა კუჭავა და ვახტანგ ქირია ნათესავები იყვნენ.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო გზაზე გადასვლისას ორ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა
ვარკეთილში, კახეთის გზატკეცილზე ორ ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
სოსო ბარათაშვილი - ჩაბუქის საქმისწარმოებაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო და ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების მონაწილეობა, რათა გამჭვირვალობის ხარისხი გაიზარდოს
ვითარება გარკვეულწილად შეცვლილია, მაგრამ თვითდამშვიდების არანაირი უფლება არ გვაქვს, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკარტმა,
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები გაუთქმელობის ვალდებულების ნორმის შეცვლას ითხოვენ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები
ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარის ფაქტზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო
ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა 1-ელ მარტს განახლდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული 4 პირის საქმის არსებითი განხილვა 1-ელ მარტს განახლდება.
ერთი კვირის განმავლობაში, საგადასახადო სამართალდარღვევის 679 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 12-18 თებერვალს, საგადასახადო
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მთავარ პროკურატურას მიმართავს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიმართ განხორციელებლი მუქარის ფაქტთან
ლაგოდეხში, სადახლოსა და ნინოწმინდაში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ლაგოდეხში, სადახლოსა და ნინოწმინდაში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს,
”წითელ ხიდზე” და ”ვალეში” ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „ვალე“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.