არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4864
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
4.3213
23-10-2017
პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს
17:23 17-01-2016
პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა მისმა ძმამ, ელდარ ქირიამ, რომელიც მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობს და გამოძიების შედეგების მოლოდინშია.
"ზუსტად ვერაფერს გეტყვით, გამოძება მიმდინარეობს და მოტივიც მაშინ გამოიკვეთება და სხვა დეტალებიც", - აღნიშნა მან.
ამასთან, გარდაცვლილის ძმამ საგამოძიებო უწყებებს სწრაფი რეაგირებისთვის და მისი ძმის ცხედრის პოვნისთვის მადლობა გადაუხადა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქირიას მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, სამსახურებრივი არ ყოფილა. "სავარაუდოდ, მოტივი არ იყო სამსახურებრივი, როგორც ეს ახლობლებისგან გავიგე, თუმცა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - აღნიშნა ქანთარიამ.
შს სამინისტრომ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილია "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა, რომელმაც ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავი მოიკლა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება კუჭავას მეუღლეს, არსებული ინფორმაციით, ის დაკითხვაზე იმყოფება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე არსებული სახლი, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
არსებული ინფორმაციით, წულუკიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თვითმხილველების ინფორმაციით, სპეცოპერაცია
საქალაქო სასამართლო ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ნაზი ჯანეზაშვილი - ჩემთვის გაუგებარია რატომ დაგვიანდა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება
ჩემთვის გაუგებარია რატომ დაგვიანდა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა
შსს-ს ტყის ხანძრებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ექსპერტი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის ექსპერტი ტყის ხანძრებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში, დიტერ პილატი ეწვია.
ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს.
ადვოკატი გიორგი მდინარაძე მასზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოა
ადვოკატი გიორგი მდინარაძე მასზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოა.
ზაზა თავაძე და ირინე იმერლიშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში გაემგზავრნენ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი სამუშაო
სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ სცნო
სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი გადაუკვალიფიცირა
ოთარ აბესაძეს დღეს, სავარაუდოდ, ჰოსპიტალში გადაიყვანენ
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელს ოთარ აბესაძეს დღეს, სავარაუდოდ, ჰოსპიტალში გადაიყვანენ.