არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
შსს-ის ინფორმაციით, ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის
20:45 17-01-2016
შსს-ის ინფორმაციით, ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის შსს-ის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის.
დანაშაულის დეტალების შესახებ შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელძღვანელმა თეა პერტაიამ ისაუბრა. შსს-ში გაკეთებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა კვალის ასარევად, ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი. დადგენილი იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის ბოლო გადაადგილების მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილ იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც, კერძოდ, სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი, ხოლო ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. აქვე იყო ე.წ. ბალგარკა, რომელსაც ასევე ემჩნეოდა სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი და მოცულობით დიდი საგნის გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა. ზემოხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გადაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავებისათვის. ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ორიენტირები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის აბსოლუტურად ყველა დანაყოფს. მითითებულ პროცესში მიღებულ იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა, ორ პირთან ერთად, "მერსედესის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით.

რამდენიმე წუთში ხსენებული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. ბიძინა კუჭავას ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლით დასვრილი, ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები და სამი მობილური, ასევე, სხვა ნივთები. გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან. საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ", - აცხადებენ შსს-ში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებულია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული ორი არასრულწლოვნის
პროკურორი - სასამართლომ ბაჩანა ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა
სასამართლომ ბაჩანა ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა,
სასამართლო ბაჩანა ახალაიას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას და მისი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის
სერგო თეთრაძის მეუღლე - ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რომელიც ბაჩო ახალაიას მიესაჯა
ვთვლი, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რომელიც ბაჩო ახალაიას მიესაჯა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
ბაჩო ახალაიას სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების
ევგენი და ომეხ აფრასიძეების ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდათ
2004 წელს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი და ომეხ აფრასიძეების ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდათ.
„წითელ ხიდზე“ უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ 860 ღერი სავალდებულო აქციზურ
ნათია მეზვრიშვილი - ბარნოვის ქუჩის ტრაგედიამ გამოავლინა, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვალდებულებები და ფუნქციები სრულად უნდა გააცნობიერონ
დანაშაულის ნიშნები რომ ყოფილიყო, მოძალადეს აუცილებლად დავაკავებდით, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო