არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4829
EUR
1 EUR
2.9497
RUB
100 RUB
4.3289
26-09-2017
არჩილ თალაკვაძე - პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი
22:49 18-01-2016
არჩილ თალაკვაძე - პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა.

"მე შემიძლია დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც სამაგალითო თანამშრომლობა აჩვენა, პოლიციამ, პროკურატურამ და შესაბამისმა სამსახურებმა. გამოძიებით პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი. არსებობს ძალიან სერიოზული გარემოებები და მტკიცებულებები მოპოვებული გამოძიების მიერ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ვახტანგ ქირიას ბოლო კონტაქტი თავის ოჯახთან ჰქონდა 13 იანვარს, საღამოს, ხოლო მისი მკვლელობა მკვლელმა კუჭავამ ძველით ახალი წლის პერიოდში არსებულ ხმაურს დაამთხვია და გასროლებიც სწორედ ამ საათებში განახორციელა.

"სავარაუდოდ გასროლები სწორედ ამ დროს არის მომხდარი. სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას. რა დროსაც მან ელექტროსაჭრელით დაიზიანა ფეხი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. სწორედ ამიტომ აქვს მას ფეხზე დაზიანება. ამ ყველაფერს კიდევ ადასტურებს ისიც, რომ ბინიდან გამქრალია გარდაცვლილი პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელები და არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ალბათობით სწორედ ამ ფესხაცმლით და შარვლით დატოვა მკვლელმა ბინა. როცა მანქანაში თვითმკვლელობა განახორციელა, ვნახეთ, რომ მას ფეხი ჰქონდა შეხვეული სპეციალური სახვევით და ცელოფნით და ასე ეცვა ფეხსაცმელი. ასევე უნდა გითხრათ, რომ კუჭავას სახლიდან ყველა მისი ტანსაცმელი გადატანილია ექსპერტიზის ბიუროში. ცნობილია ასევე, რომ კუჭავა დაუკავშირდა საზღვარგარეთ უკვე იდენტიფიცირებულ პირს, რომელსაც ქვეყნის დატოვების თხოვნით მიმართა. საზღვარგარეთიდან განხორციელდა ზარი ბატონ პოპოვთან და მის მეუღლესთან და მათ სთხოვეს, რომ დახმარებოდნენ კუჭავას ქვეყნის დატოვებაში. სწორედ ამ ორ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა მკვლელი კუჭავა იუსტიციის სახლთან, როცა განახორციელა გასროლა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით. ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას. ეს ყველაფერი დასტურდება პოპოვის და მისი მეუღლის ჩვენებებით და საქმეში არის კიდევ დეტალები, რომლებსაც ვერ მოვყვები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ ამ ყველაფრით დასტურდება, რომ ქირია მისი საქმიანობის გამო არ მოუკლავთ. 

იხილეთ ბმული: "გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას" - გამოძიების საზარელი დეტალები ბიძინა კუჭავას წინააღმდეგ



PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება
ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში
გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თავისი პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,
გარდაბანში სანადირო თოფიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად მამაკაცმა ცოლის ძმა მოკლა
გარდაბანში უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სანადირო თოფიდან შემთხვევითი გასროლის
იუსტიციის საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების შერჩევის საკითხი გადადო
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების შერჩევის საკითხი მომავალ კვირამდე გადადო.
სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს,
შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი აპარატზეა მიერთებული
შარტავას ქ. #35-ში დაჭრილი მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის