არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
სუს-ში ხვიჩა გობაძის დაღუპვას ადასტურებენ
18:01 24-01-2016
სუს-ში ხვიჩა გობაძის დაღუპვას ადასტურებენ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი ხვიჩა გობაძის დაღუპვას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფლობენ ინფორმაციას, რომ გობაძე გარდაცვლილია, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებული, სირიაში წასული ხვიჩა გობაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. "ფეისბუქში" ხვიჩა გობაძის მეუღლის, სალი ქათამაძის პროფილით გამოქვეყნებულ სტატუსებში წერია, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ არის. სალი ქათამაძე წერს, რომ ხვიჩა გობაძეს სამოთხეში შეხვდება:

"საუკუნოდ მემახსოვრები და მეყვარები სულ ყველაზე მეტად! ჩემი ერთადერთი და ჩემი ყველაფერი შენ იყავი, ხარ და იქნები! დაველოდები იმ დღეს, როცა სამოთხეში შეგხვდები და გადაგეხვევი! ძალიააან ძალიაააან მიყვარხააარ მეც და ჩვენს პატარასაც. ტკივილს, რომელიც შენი წასვლით დამიტოვე, ვერავინ და ვერაფერი გამინელებს და სიყვარულს, რომელიც შენს მიმართ მაქვს ვერავინ შემიცვლის, ისევე წამოვიღებ ჩემს სიყვარულს შენთან, როგორც შენ წაიღე ჩემი...ინ შაა ალლაჰ სამოთხეში შევხვდებით ერთმანეთს, იქ სადაც ვიცი მელოდები! მიყვარხარ", -წერს სალი ქათამაძე.

ხვიჩა გობაძესთან ერთად სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. სალი ქათამაძე ხვიჩა გობაძისა და კიდევ ერთი მებრძოლის ფოტოს აქვეყნებს და წუხილს გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო.

"არ ვიცით როგორ შევძლებთ თქვენს გარეშე ცხოვრებას! თქვენ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანებად დარჩებით მუდამ !! ალლაჰმა მიიღოს თქვენი შაჰიდობა ! ნატა დაიკოო ყველაზე მეტად შენ გესმის ჩემი, ალლაჰმა გაგვაძლიეროს!", - წერს სალი ქათამაძე.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აღნიშნული ინფორმაციები 20 საათის წინ გამოქვეყნდა. კიდევ ერთი სტატუსი დღეს არის გამოქვეყნებული: "ყველაფერი გაქრა ჩემს გარშემო...სიცარიელეა, უაზრობაა.. არვიცი რამდენად შევძლებ მაგრამ უნდა შევეჩვიო, სხვა გზა არ დამრჩენია, როცა წარმოვიდგენ, რომ ვეღარასოდეს დამელაპარაკები, ვერ გადაგეხვევი, ვერ გამიცინებ, თავიდან ვკვდები! ისე ვარ თითქოს სხეულიდან ვიღაცამ გული ამოგგლიჯა, კიარ ამოგიღო, ამოგგლიჯა, უმოწყალოდ გაგიმეტა, წამით არ დაგინდო! სიცარიელეა და სხვა არაფერი და მე ამ სიცარიელეში მომიწევს სიცოცხლე სიცოცხლის გარეშე!", - წერია სტატუსში.

"ინტერპრესნიუსმა" ხვიჩა გობაძის ახლობლებთან სცადა ინფორმაციის გადამოწმება. როგორც გობაძის ახლობლები აცხადებენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ხვიჩა გობაძე სირიაში დაუღუპა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ იციან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
ჭონქაძის ქუჩაზე, კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის
ადვოკატი - რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერი შესაძლოა სააკაშვილის ყველა ბრალდების საქმეს მტკიცებულებად დაერთოს
რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ყველა ბრალდების საქმეს მტკიცებულებად დაერთოს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერით საერთაშორისო სკანდალთანაც გვაქვს საქმე
რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერით საერთაშორისო სკანდალთანაც გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ხელისუფლებას ცხვირში ძალიან მწარედ მოხვდება ის უნამუსობა, რა უნამუსო დამოკიდებულებაც აქვს მესამე პრეზიდენტის მიმართ
მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ გიორგი მღებრიშვილი რუსმა პრანკერებმა გააბაიბურეს, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს,
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების
სენაკში, სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნეს
სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკის" ბანკომატის
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული კ.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით