არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
24-11-2017
შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს
15:19 25-01-2016
შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, ბათუმი-ქობულეთის უღელტეხილზე დაწესებულია შეზღუდვა გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, კერძოდ, დიდი სატვირთო ავტომანქანებისთვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მობილიზებული არიან და 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ გზებსა და მაგისტრალებზე.

აჭარის მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები ამ დროისთვის გახსნილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. დიდთოვლობის გამო არც ერთი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა.

"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები გასული ღამის განმავლობაში აჭარაში 72 გამოძახებაზე გავიდნენ, სადაც ოპერატიულად აღმოუჩინეს დახმარება ყინულზე მოცურებული ავტომანქანების მძღოლებს და ისინი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

მეორე დღეა გურიაში ინტენსიურად თოვს. მიუხედავად უხვი ნალექისა, სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. სამტრედია-ჩოხატაურის საგზაო მონაკვეთზე კი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია. საჯავახოს უღელტეხილის შესასვლელთან ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და ჩოხატაურის მიმართულებით მხოლოდ იმ ავტომანქანებს ატარებს, რომელიც ტექნიკურად გამართულია და თოვლში უსაფრთხოდ მოძრაობა შეუძლია.

გურიის მაღალმთიან რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, რაიონულ ცენტრს არც ერთი სოფელი მოწყვეტილი არ არის. სოფლებთან საავტომობილო გზით დაკავშირება შესაძლებელია" , - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბ აგლაძე - შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სპეცსამსახურებმა ეფექტურად იმუშავეს
ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რაზეც პასუხები ჯერ არ გაცემულა - ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რა მიზნით შემოვიდნენ საქართველოში? ხომ არ
სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა სუს-ის შენობა უკომენტაროდ დატოვა
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.
სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული
შსს-მ მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით მცხეთაში ოთხი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების
სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ - ის ბრალს არ აღიარებს
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირს ბრალს დღეს წაუყენებენ.
ზაალ კასრელიშვილი - დაჯგუფება ახმედ ჩატაევის იყო, მაგრამ თვითონ პირადად არ მგონია, რომ იქ იმყოფებოდა
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების მიზანი შესაძლოა საქართველოში დაკავებული
ელენე ხოშტარია - სპეცოპერაციის თემაზე აბსოლუტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები
სპეცოპერაციის თემაზე აბსოლუტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს”