არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
24-11-2017
საარჩევნო პერიოდში განმეორებით ჩადენილი დარღვევებისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა, სისხლის სამართლის სანქციით შეიცვალოს
14:35 29-01-2016
საარჩევნო პერიოდში განმეორებით ჩადენილი დარღვევებისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა, სისხლის სამართლის სანქციით შეიცვალოს საარჩევნო პერიოდში განმეორებით ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა, სისხლის სამართლის სანქციით შეიცვალოს.

საარჩევნო პერიოდში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრების წინადადებით პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა და იუსტიციის მინისტრს კანონმდებლობის სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად გადახედვა სთხოვა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა აღნიშნა, ამ დავალებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

"მე ეს დავალება მივიღე. იგი უკვე გადაცემულია ჩემს სამინისტროში, სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკურ დეპარტამენტებში, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას, რომ ჩავხედოთ, როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში და მაქსიმალური აქცენტი (და ასეთი იყო შინაარსიც პრემიერ-მინისტრის დავალების) გაკეთდეს ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც წინასაარჩევნო ან არჩევნების დროს მიმდინარე პროცესს ეხება და არამხოლოდ ადმინისტრაციული სანქციების მიმართულებით ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ იმაზეც, როდესაც ერთხელ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი არ შეიცვლის ქცევის წესს, მაშინ რა შეიძლება მოხდეს? არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლის სანქციაც. ეს არის დავალება, რომელიც მივიღეთ, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ გამოსავალს და პასუხებს", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საარჩევნო გარემო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესებული, სამაგალითო უნდა იყოს, ასევე, ბოლომდე დაცვლილი ძალადობისგან, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, რადგან "ეს არის შეჯიბრი, ხოლო არჩევანს აკეთებს ამომრჩეველი".
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბ აგლაძე - შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სპეცსამსახურებმა ეფექტურად იმუშავეს
ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რაზეც პასუხები ჯერ არ გაცემულა - ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რა მიზნით შემოვიდნენ საქართველოში? ხომ არ
სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა სუს-ის შენობა უკომენტაროდ დატოვა
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.
სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული
შსს-მ მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით მცხეთაში ოთხი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების
სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ - ის ბრალს არ აღიარებს
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირს ბრალს დღეს წაუყენებენ.
ზაალ კასრელიშვილი - დაჯგუფება ახმედ ჩატაევის იყო, მაგრამ თვითონ პირადად არ მგონია, რომ იქ იმყოფებოდა
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების მიზანი შესაძლოა საქართველოში დაკავებული
ელენე ხოშტარია - სპეცოპერაციის თემაზე აბსოლუტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები
სპეცოპერაციის თემაზე აბსოლუტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს”