არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
მოლდოვიდან დეპორტირებული ე.წ.კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავას ოღლი" თბილისის აეროპორტში დააკავეს
19:29 30-01-2016
მოლდოვიდან დეპორტირებული ე.წ.კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავას ოღლი" თბილისის აეროპორტში დააკავეს მოლდოვის რესპუბლიკიდან დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავას ოღლი" შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და მიმდინარე წლის 30 იანვარს დეპორტირებული, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად "ლავას ოღლი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე - გურამ ა., მეტსახელად "ლავას ოღლი") 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა "კანონიერ ქურდად", დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ. ფიგურირებს სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებშიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. გამოძიება კანონიერი ქურდობის და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით და 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)", - აცხადებენ შსს-ში.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პაატა ხაჩიძე - ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაჭრილის მეგობარმა,
"ქუჩის ბიჭების" მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭერს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯგუფის წევრმა ზურა ხაჩიძემ განუცხადა, დაჭრილი ღუდუშაურის
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ხვალ განახლდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
ზვიად ფხაკაძე - ნიკოლოზ ვაჩეიშვილი არ დაიკითხა, რადგან არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი არ დაიკითხა, რადგან არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე
შსს-ს წარმომადგენელი კახა სირაძე - მოსახლეობა ადრეც აპირებდა ფარდულის დემონტაჟს და დღესაც აღდგენადია
მოსახლეობა ადრეც აპირებდა ფარდულის დემონტაჟს და დღესაც აღდგენადია, ეს არ არის პრობლემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ზვიად ფხაკაძე - დანაშაულის დამადასტურებელი გარემოებები არ გამოვლენილა იმ ორ პირთან მიმართებაში, ვიზეც ზაზა სარალიძე მიუთითებს
დანაშაულის დამადასტურებელი გარემოებები არ გამოვლენილა იმ ორ პირთან მიმართებაში, ვიზეც ზაზა სარალიძე მიუთითებს, რომ მონაწილეობდნენ მისი შვილის დაჭრაში,
მცხეთის „ახალ სამედიცინო ცენტრში“ მოთავსებული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა
მცხეთის „ახალ სამედიცინო ცენტრში“ მოთავსებული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.
გიორგი მიქაუტაძე - ძალიან ღირსეული მოსამართლეები გამწესდნენ უვადოდ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, შვიდივე კანდიდატი, რომლებიც უვადო მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდნენ,
ზვიად ფხაკაძე - მირზა სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმე, შესაბამისად, მისი დაკითხვა შესაძლოა აღქმულიყო, როგორც მოწმეზე ზეწოლა
მირზა სუბელიანი იყო საქმეში დაცვის მხარის მოწმე, შესაბამისად, მისი დაკითხვა საგამოძიებო უწყებაში შესაძლოა აღქმული ყოფილიყო როგორც მოწმეზე შესაძლო ზეწოლა,
უვადო მოსამართლის თანამდებობაზე 7 კანდიდატი გამწესდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უვადო მოსამართლის თანამდებობაზე 7 კანდიდატი გამწესდა. კენჭისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე