არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ნინო გვენეტაძე - მამუკა ახვლედიანის განცხადებას სხვა მიზანი და მიმართულება ჰქონდა
22:13 02-02-2016
ნინო გვენეტაძე - მამუკა ახვლედიანის განცხადებას სხვა მიზანი და მიმართულება ჰქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის შეფასებით, მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების წინასწარი გამჟღავნების თაობაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის , მამუკა ახვლედიანის განცხადებას სხვა მიზანი და მიმართულება ჰქონდა.
ამის შესახებ გვენტაძემ "მოამბესთან" საუბარში განაცხადა და როგორც განმარტა, აღნიშნულ საკითხზე "გარკვეული მიმოხილვა და პროცედურები დაწყებულია".
"ზოგადად ეს საკითხები კონფიდენციალურია. ბატონი ახვლედიანის გადაწყვეტილება იყო, რომ საჯაროდ განეცხადებინა. ამგვარი სასწაულები ნამდვილად არ ხდება. ჩვენ შესწავლის შედეგებს აუცილებლად დავდებთ და ის ყველა დაინტერსებული პირისთვის საჯარო იქნება", - აღნიშნა გვენეტაძემ.
კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა მამუკა ახვლედიანს, გვენეტაძემ განაცხადა, რომ მის მიზნებზე ვერ ისაუბრებს, რადგან "ეთიკის უფრო მაღალი სტანდარტი აქვს დასაცავი". ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არ იცის, თუ რა ფაქტზე საუბრობს მამუკა ახვლედიანი.
"წინმსწერებად ასეთი განცხადებების გაკეთება ძალიან არასერიოზულია, ამიტომ დაველოდოთ ყველა შედეგს, რაც ყველა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი იქნება", - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების თაობაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს-ს გენინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის
თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
შსს-მ თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზეც არის საუბარი
ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილ ვითარებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ მოხსენებაში
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ წინასწარი პატიმრობისას ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ყველას ვთხოვ, ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს
ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ
ზაზა სარალიძე - სამწუხაროა, რომ ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა
სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული