არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ანასტასია ზაუტაშვილი ადვოკატ კობა კობახიძის განცხადებას პასუხობს
20:49 24-02-2016
ანასტასია ზაუტაშვილი ადვოკატ კობა კობახიძის განცხადებას პასუხობს ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი ადვოკატ კობა კობახიძის განცხადებას პასუხობს. როგორც ანასტასია ზაუტაშვილმა ტელეკომპანია "იბერიისთვის" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, კობა კობახიძის ადვოკატად აყვანა მის ოჯახს დეპუტატ მანანა კობახიძის ძმამ, თედო კობახიძემ ურჩია, თუმცა ის მასთან ციხეში სულ ორჯერ იმყოფებოდა.

"მანანა კობახიძის ძმა ჩემი ადვიკატი იყო. მანანა რომ უკვე პოლიტიკაში წასვლას აპირებდა, ვეღარ იყო ჩემი ადვოკატი, დრო აღარ ჰქონდა. მე ბავშვის, ლიზიკო ზაუტაშვილის თაობაზე ადვოკატი დამჭირდა, სამოქალაქოში მქონდა დავა და თედო ჩემი ადვოკატი იყო. მერე თედომაც თქვა, რომ მე შენი ადვოკატი ვეღარ ვიქნებიო და მეც მივდივარ მერე პოლიტიკაშიო, ანუ რაღაც ეპიზოდში თედო ჩემი ადვოკატი იყო. დედაჩემი მანანას რომ ეძებდა, თედო შეხვედრია და მას უთხრა, რომ კაი, თქვენ ვეღარ გვეხმარებით, პოლიტიკაში ხართ, ადვოკატი მაინც გვირჩიეთ ისეთი, ვინც შეიძლება ეს თემა დაძრასო. თედოს ეს კობა კობახიძე ურჩევია, მაგრამ როგორც ადვოკატი", - განაცხადა ანასტასია ზაუტაშვილმა.

ზაუტაშვილის თქმით, კობა კოხახიძე მასთან ციხეში 5 თვის განმავლობაში სულ ორჯერ მივიდა. "ეს კაცი მოვიდა ციხეში, ნაბახუსევი იყო, გუშინ ქორწილში ვიყავიო. მერე გაირკვა, რომ ეს კაცი სულ სვამს. 5 თვის განმავლობაში ჩემთან სულ ორჯერ შემოვიდა. მერე მე დავურეკე და ვუთხარი, რომ აქ მოსული არ დაგინახო-მეთქი, რადგან ტელევიზორში ვნახე რომ, ის ვაზაგაშვილის ერთ-ერთ პოლიციელს იცავდა", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

რაც შეეხება კობა კობახიძის განცხადებას 75 000 ევროს შესახებ, ზაუტაშვილის თქმით, ეს არის სისულელე, ტყუილი და მოგონილი. "ნახეს, რომ ელისაშვილი ადამიანურად უბრალოდ მიხვდა, რომ ყველაზე დიდ დარტყმას მე მაყენებენ და აღარ არის ეს თემა აქტუალური უკვე "ნაციონალებისთვის" და ჩემი მტრებისთვის, როგორც მე ვატყობ და ახლა ახალი ვიღაც გამონახეს. მე როგორც ვიცი, ეს კაცი თედოს ახლობელი იყო. ასე ამბობდა და არ ცხვენია მაგ კაცს?", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

კითხვაზე - არის თუ არა "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი მისი შვილის ნათლია, ანასტასია ზაუტაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დეტალებზე საუბარი არ სურს.

ამასთან, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით სატელეფონო კომენტარის საშუალებით მიმართა. "მე მინდა, როგორც სამი შვილის დედას, ისე შემომხედოს პრეზიდენტმა, რადგან თავადაც ჰყავს შვილები. პატრა ჰყავს და ვერ გრძნობს როგორ სჭირდება მის შვილს დედიკო. ერთი თხოვნა მაქვს, ნუ დაუჯერებს ვიღაცეებს. ნამდვილად აღრ მაქვს ფული, ვერავის გადავუხდი და თუ უფულოდ შემიწყალებს ეგ, ძალიან მადლობელი ვიქნები", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

ადვოკატ კობა კობახიძის მტკიცებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ თედო კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებისგან საადვოკატო ჰონორარის სახით 6250 ევროს აღება, გამარჯვების შემთხვევაში კი, თითოეულისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია.

კობა კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" აღნიშნული საქმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულებს მისი ადვოკატად აყვანა პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ ურჩია.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ნარკოდანაშაულის საქმის გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის
გოჩა ლორთქიფანიძე - რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა
რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციას არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა,
ქეთევან ციხელაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დარღვეულია
ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლია
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი - მოვუწოდებთ პროკურატურას, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტები შეისწავლოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 19 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება,
ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა
რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა
სოფიო კილაძე - სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,