არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა მკვლელობის ღამის დეტალებს იხსენებს
22:46 02-03-2016
მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა მკვლელობის ღამის დეტალებს იხსენებს მაგდა პაპიძის მეუღლის, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი მინდიკაური მკვლელობის ღამის დეტალებს იხსენებს. მინდიკაური დეტალურად აღწერს, თუ როგორ გაიგო მისი შვილისა და შვილიშვილის გარდაცვალების შესახებ და რას აკეთებდა თავად მაგდა პაპიძე.
"ჩემი მეზობლები იყვნენ ჩემთან დაახლოებით 9-სკენ. 10-ის ნახევრისთვის შემოვიდა მაგდა და რომ შემოვიდა, ეჭირა იატაკის ჩვარი. ბავშვი რომ არ მოჰყვა, ვკითხე პატარა სად იყო. მან მიპასუხა, რომ ასე მითხრეს – წავიქეიფებთო, ხაჭაპური მოუნდა ბავშვს, სურვილი აუსრულა და წაიყვანაო. ეს ძალიან მშვიდად მიპასუხა. ამ დროს იყო მშვიდი, არ იყო ანერვიულებული. შეიტანა იატაკის ჩვარი, რომლისთვისაც ყურადღება არ მიმიქცევია. მახსოვს კარგად, რომ ის გარეცხა. არავითარი ეჭვი არ დამბადებია, რადგან ყოველთვის, დაწოლის წინ ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა – გამოწმენდდა იატაკს და ისე წვებოდა. ჩვენთან არის "ვანა"-ტუალეტი და სხვაგან არ ჰქონდა მას საშუალება გარეცხვის. საერთო აბაზანა და საერთო სამზარეულო გვქონდა. ამ ჩვრის შემდეგ შემოიტანა მადუღრაა და გრაფინი და წყალი წაიღო – ესეც ჩვეულებრივად მივიჩნიე, რადგან წყალს აცხელებდა და ბავშვს ბანდა ან ჩაისთვის იყენებდა.
ეს წყალი რომ გაიტანა, კიდევ დავინტერესდი, თუ მოვიდნენ, მაგრამ არ მოსულანო", - ჰყვება მოკლულის დედა.

ომარ ქაფიაშვილის დედა იხსენებს, რომ ამის შემდეგ მაგდა პაპიძემ სარეცხი მანქანაში გასარეცხად დივანის გადასაფარებელი შედო, რომელმაც რეცხვისას ვარდისფერი ქაფი გამოუშვა.

"მეზობლები ისევ აქ იყვნენ, რომ სარეცხის გამოღების შემდეგ დივანის გადასაფარებელი შემოიტანა, რომელიც ექსპერტიზამ წაიღო მეორე დღესვე. შეაგდო მანქანაში. რამდენიმე წუთის მერე მეზობელმა მკითხა სარეცხს რა ფერი აქვსო. რომ შემოვტრიალდი, შუშაზე იყო ვარდისფერი ქაფი. მე თვითონ გავწმინდე ეს ქაფი", - აღნიშნა მინდიკაურმა.

ამის შემდეგ, მინდიკაური უკვე ყვება, რომ მისი შვილისა და შვილიშვილის გარდაცვალება მაგდა პაპიძემ შეატყობინა. მინდიკაური იხსენებს, რომ ქაფიაშვილის გვამი სადარბაზოს შესასვლელში ეგდო, შვილიშვილი კი მანქანის სავარძლებში იყო ჩაკეცილი, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო.

"12 საათი როდესაც გახდა, ვუთხარი, გურიკას დაურეკე, იქნებ იქ არიანო. მეურნეობაში ცხოვრობს, ომარის ძმაკაცია და ხშირად ჩაჰყავდა ხოლმე ბავშვი. ვერ დავურეკავო – მითხრა, რადგან როცა ვურეკავ მიბრაზდება, რას მამოწმებო. ამის შემდეგ მე თვითონ გავუშვი ზარები, არ მქონდა დასარეკი. როდესაც ზარს ვუშვებდი, არ არსებობდა მას ჩემთვის არ ეპასუხა. ამის შემდეგ აღარც შემოსულა. ტახტზე ვიჯექი, ველოდებოდი და უკვე 2 საათი იყო. დავურეკე მაგდას და მითხრა ჩამძინებიაო. მითხრა, რომ არაო ცუც, არ მოსულანო. მანქანით ვერ გავალ, პატრულის მეშინიაო, თუმცა მანქანით ჩვეულებრივად დადიოდა, და ისე გავალ, გავხედავო. შევთავაზე მეც გავყვებოდი, მაგრამ გამითიშა. გავაღე კარები და იმ წუთში გამოვიდა მაგდაც, მესიჯი მომწერა უნდა ავიდე "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურთანო და ჩამოვიყვანო. დავბრუნდი სახლში, გადავკეტე კარები და ველოდებოდი. არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, აზრზე მომიყვანა კარების ბრახუნმა. რა ხდება მეთქი და მიშველეო. კარები როცა გავაღე, სისხლიანი ხელები ჰქონდა მაგდას და მომაძახა ორივე გარეთ ყრია დასისხლიანებულიო. გავვარდი გარეთ და გასასვლელთან ეგდო ომარი. მივედი, ომარი მეთქი ვეძახდი, მაგრამ სულ გაყინული იყო და ის მხარე, რომელიც დარტყმული ჰქონდა მარჯვენა მხარეს, სულ სველი იყო. სისხლი არსად არ ჰქონდა, მხოლოდ სველი იყო. დავიწყე კივილი. ამ დროს მაგდა არ მახსოვს სად იყო. რამდენიმეხნიანი კივილის შემდეგ, გამახსენდა ბავშვი. უკნიდან გავიგე მაგდას ხმა – თოკო მანქანაშიაო. ბავშვი სავარძლებს შუა იყო ჩაკეცილი და სანამ ამოვწიე და ამოვიყვანე ბავშვი, ბავშვი იყო თბილი. ჩავისვი კალთაში. თოკო ისე იყო, თითქოს ეძინა. მეგონა გული ჰქონდა წასული. ამის შემდეგ, სასწრაფომ თქვა ორივე მკვდარიო, მეზობლებმა ოთახში შემიყვანეს. ნახევარი საათის შემდეგ პოლიციელებმა წამიყვანეს განყოფილებაში, დიდ დიღომში", - განაცხადა მინდიკაურმა.

იხილეთ ვიდეო: "მაგდას სისხლიანი ხელები ასე ეჭირა" - მაგდა პაპიძის დედამთილი საზარელი მკვლელობის დეტალებს იხსენებს
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს-ს გენინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის
თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
შსს-მ თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზეც არის საუბარი
ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილ ვითარებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ მოხსენებაში
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ წინასწარი პატიმრობისას ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ყველას ვთხოვ, ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს
ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ
ზაზა სარალიძე - სამწუხაროა, რომ ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა
სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი გახდა, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული